თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ხილის ყინულოვანი პოპები

ხილის ყინულოვანი პოპები

სცადეთ, არ დაიზაროთ, ეს პოპები ზუსტად ფერადი ხილის სეზონისთვისაა ზედგამოჭრილი :))

fruit_pops

4 პოპისათვის დაგჭირდებათ:
– პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები
– ხის ჯოხები
– 9 სუფრის კოვზი წყალი
– 2 სუფრის კოვზი შაქარი
– 140 გრამი დათლილი კივი
– 170 გრამი მანგო (ან სხვა ყვითელი ხილი, ვთქვათ – ნესვი)
– 170 გრამი ჟოლო, მარწყვი ან სხვა წითელი კენკრა

Frozen_pops

წყლისა და შაქრისგან გააკეთეთ ჩვეულებრივი სიროფი და წამოადუღეთ.

ხილი დააბლენდერეთ კარგად, სანამ ერთგვაროვან პიურეს არ მიიღებთ და გადაანაწილეთ პატარა თასებში.

შემდეგ სიროფი გადაანაწილეთ თანაბრად და შეურიეთ თითოეულ ხილის პიურეს.

აიღეთ კივის პიურე, ჩაასხით პლასტმასის ჭიქებში და შედგით საყინულეში 1 საათით.

შემდეგ დაამატეთ მეორე – ყვითელი პიურე, 2 წუთით შედგით საყინულეში და როცა ცოტათი გამაგრდება, ჩააწყვეთ ხის ჯოხები (შემაგრებამდე ჯოხებს პიურე არ დაიჭერს და სწორად არ გაჩერდება). ჯოხებიანად შედგით კიდევ 2 საათით.

სულ ბოლოს დაამატეთ წითელი კენკრის პიურე და დატოვეთ საყინულეში დილამდე.

ცოტა დიდი დრო კია საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ, რა ლამაზია, ჯანსაღი და გემრიელი!

და, რაც მთავარია – დაბალკალორიული!

იდეებისა და რეცეპტისათვის მადლობა ჰენდიმანიას http://www.handimania.com/cooking/frozen-fruit-popsicles.html

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top