თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ფრიტატა სპაგეტით

ფრიტატა სპაგეტით

 

ყველას მოგესალმებით :)  ხომ არ დაგავიწყდით?  ბლოგზე პატარა პაუზა ავიღეთ, ვფიქრობდით,  იმ საერთო წინასაარჩევნო  ”სიგიჟის”  ფონზე, ჩვენი რეცეპტები ვის დაჰკარგვია?  მაგრამ არჩევნების შემდეგაც, პოლიტიკამ ისე მოიცვა ყველა სფერო, აუტანელიც კი გახდა ცხოვრება :(  მიხარია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად და მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩაიარა.  ბოლოს და ბოლოს, როგორი  პილიტ.შეხედულებებიც არ უნდა გქონდეთ, გემრიელად ჭამა ხომ ყველას გიყვართ? ჰოდა, საქმეს მივხედოთ :)

დღეს ფრიტატას გთავაზობთ, ოღონდ ქართული შტრიხებით :)

 

ფრიტატა იტალიური ომლეტია სხვადასხვა დანამატით. დღეს სპაგეტიან ფრიტატას გთავაზობთ. რეცეპტი უმარტივესია, შედეგი კი ლამაზი, სახალისო და გემრიელი. ასეთი ფრიტატა თავისუფლად შეგიძლიათ წაიღოთ პიკ-ნიკზე, სამსახურში წასახემსებლად.

კერძი რომ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ვცადე მისი გადმოქართულება და იტალიური ყველის ნაცვლად ქართული გამოვიყენე. შედეგად ‘’ქართული ფრიტატა’’ მივიღეთ, თუმცა ძალიან გემრიელი.

დაახლოებით 6 ცალი მინი-ფრიტატასთვის დაგჭირდებათ

200 გ მოხარშული სპაგეტი

3-4 კვერცხი

2-2 ს.კ. გახეხილი შებოლილი და ჩვეულებრივი სულგუნი (ანუ 4 ს.კ)

სალიამი ან ბეკონი დაჭრილი

პილპილი

ხმელი ორეგანო ან ბაზილიკი, ქონდარიც შეიძლება, სურვილისა და გემოვნების მიხედვით.

მაფინების ან ტარტალეტკის ფორმებს მოუსვით ცხიმი და გაანაწილეთ შიგნით სპაგეტი. ჩააყოლეთ ბეკონის ან სალიამის ნაჭრებიც.

კვერცხები ათქვიფეთ, შეურიეთ ყველი,პილპილი, ორეგანო(ბაზილიკი ან ქონდარი) და მოასხით სპაგეტებს

გამოაცხეთ დაახლოებით 20წთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ფრიტატა სპაგეტით

  1. დიდი მადლობა. ძალიან დავკავდი თქვენი რეცეპტებით. არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა.

Leave a Reply

Top