თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > Á la მჭადი

Á la მჭადი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, პრინციპში მას შემდეგ, რაც შევიძინე ახალი კულინარიული ჟურნალი  “გემრიელი” .

თუმცა, ისეთი ფურშეტი არ გამოვიდა, როგორიც ჟურნალის ყდიდან შემომციცინებდა, პირველ რიგში კი იმის გამო რომ შესაბამისი ზომის ფორმები ვერ ვიშოვე და ამ პაწაწინა მაფინის ფორმებით  “ვითამაშე”.

თავისუფალი დრო მქონდა, თორემ ისე ამას არ ვცდიდი, მითუმეტეს არ გირჩევთ ასეთი პატარა ფორმებით :D

გამოიყენეთ მჭადის ეს რეცეპტი ,  ოღონდ სოდის გარეშე, უბრალოდ ორი კვერცხი შეათქვიფეთ მასას და რამდენიმე წუთი დააყოვნეთ.

ფურშეტის შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კერძი ცივი თავიდან, რასაც მჭადთან ერთად სიამოვნებით მიირთმევთ: ისპანახის ფხალი, ჭარხლის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, პიტნიანი ყველი და ა.შ. არჩევანი ნამდვილად დიდი გაქვთ.

მჭადის გამზადებულ მასიდან აიღეთ პაწაწუნა გუნდები და ასე ნელ–ნელა ჩასვით ფორმაში.
მჭადის გამზადებული მასიდან აიღეთ პაწაწუნა გუნდები და ასე ნელ–ნელა ჩასვით ფორმაში.
16 ცალი მაფინის ფორმა მქონდა, და “ხალისიანად” სამჯერ გავიმეორე ეს პროცედურა :)  
ღუმელში მჭადი მყისიერად ცხვება, ასე რომ არ დაგეწვათ, ყურადღებით :)

ასე გამოიყურება მჭადის ფურშეტი, კიტრით, პომიდორით და სუნელებში შემწვარი ქათმის ფილეთი

ასევე გამოვიყენე ამ ფორმის და რეცეპტის ნიგვზიანი ბადრიჯანი , თუმცა არაფოტოგენურობის გამო ვერ მოხვდა რატატუის ბლოგზე :D

რაც შეეხება თავად ჟურნალს, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, განსაკუთრებით იმ კუთხით რომ საკმაოდ პრაქტიკულია, რეცეპტები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით და ზუსტად ამართლებს წარწერას ყდაზე: 30 გამოცდილი რეცეპტი

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top