თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > ფორთოხლის ცუკატები

ფორთოხლის ცუკატები

როცა ფორთოხალს მიირთმევთ, ქერქებს ალბათ ნაგავში ყრით… არა და, რომ იცოდეთ, რა გემრიელი ცუკატების მომზადება შეიძლება :) პროცესი, მართალია ცოტა ხანგრძლივია, მაგრამ ნამდვილად არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.  მზა ცუკატები შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ასევე გამოიყენოთ საკონდიტრო ნაწარმში: კექსებში (შოკოლადისაც და ჩვეულებრივიც), კულიჩებში. ცუკატები ცომეულს ღვთაებრივ არომატს ანიჭებს, მე ძალიან მიყვარს და თქვენც გირჩევთ. სწორედ დღეს დავიწყე მომზადება, საშობაო შტოლენის გამოცხობას ვაპირებ და მარაგი ამომეწურა :)

• 1კგ ფორთოხლის ქერქი
• 1.300 კგ შაქარი
• 3 ჭიქა წყალი

  • ქერქები ჩაალბეთ ცივ წყალში 3 დღის განმავლობაში, დილა-საღამოობით უცვალეთ წყალი. შემდეგ წამოადუღეთ 20-25 წუთი, გადაწურეთ და დაჭერით სასურველ ზომაზე.
  • შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროპი. მდუღარე სიროპში ჩაყარეთ ქერქები და წამოადუღეთ 5-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. დაახლოებით 5-6 საათში ისევ წამოადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  • ასე გააკეთეთ 3-4 ჯერ 10-12 საათის ინტერვალით(ანუ 2-3 დღის განმავლობაში დილით და საღამოს). თანდათან ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და გაშრება.
  • ბოლო წამოდუღების შემდეგ გადაიტანეთ რაიმე დაფაზე და გაშალეთ რომ გაშრეს.
  • შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. საკმაოდ დიდხანს  ინახება
პ.ს.  ეცადეთ, გარჩევისას ფორთოხლის ქერქებს დიდი რაოდენობით არ მიაყოლოთ თეთრი ნაწილი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას ქერქები.
პ.პ.ს.  თუ ერთბაშად ვერ ჭამთ იმდენ ფორთოხალს, რომ ცუკატებისთვის საკმარისი ქერქი მოაგროვოთ, შეგიძლიათ უკვე გაფცქვნილი ქერქები ქვაბში ან პარკში მოათავსოთ მაცივარში საბოლოო მოგროვებამდე, რომ არ დალპეს ოთახის სითბოზე.

კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “ფორთოხლის ცუკატები

  1. ერთი შეკითხვა: როგორც წესი მარკეტებში იყიდება იმპორტული ფორთოხალი, რომელიც, იმისათვის რომ ტრანსპორტირებას გაუძლოს და მალე არ გაფუჭდეს, როგროც წესი ცვილის თხელი ფენით არის დაფარული. აქედან გამომდინარე, რამდენად გამართლებულია ასეთი ფორთოხლის ცვილიანი ქერქისგან ცუკატების გაკეთება? ან საერთოდ ცედრას სახით გამოყენება? ერთადერთი გამოსავალი ალბათ ადგილობრივი ფორთოხლის შეძენაა, რომლის ცვილით დამუშავებაც არ ხდება.

    1. მართალი ხართ, შეგიძლიათ ქართული ფორთოხალი გამოიყენოთ. ხოლო უცხოური ჯერ კარგად უნდა გარეცხოთ, სანამ მის კანს გამოიყენებთ.

  2. ქერქი უნდა იყოს 1კგ, თუ 1 კგ ფორთოხლისგან რაც გამოვა?

  3. I have noticed a ton of sellers distributing fake vigrx plus pills with some sort of a white substance in the middle, and
    of course there is no way to tell till you get the actual product.

  4. Our Residence Health Aides, Certified Nurse Aides, Personal Care Aides,
    Registered Nurses and Companions are thoroughly screened, skilled,
    insured and bonded and are available anytime from a one
    hour shower visit to 24 hour care, 12 months a 12 months.

Leave a Reply

Top