თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > 10 რჩევა ფუდ-ფოტოგრაფებისათვის

10 რჩევა ფუდ-ფოტოგრაფებისათვის

Photoble.Com -ის მიხედვით

გემრიელი კერძისა თუ ტკბილეულის გაკეთება ხელოვნებაა, მისი ლამაზად წარმოჩენა – არანაკლები ხელოვნება, მაგრამ ახლა უკვე ამ ყველაფერს მესამე, აუცილებელი უნარი – კარგი ფოტოს გადაღება დაემატა. სრულიად შესაძლებელია, გემრიელი და ლამაზი კერძი ისე გადავიღოთ, რომ არავის მოუნდეს მისი გასინჯვა და მითუმეტეს, სწავლა.

ამიტომ, ჩვენი ნაშრომისთვის ფოტოს გადაღებას ისეთივე გულისყურით უნდა მოვეკიდოთ, როგორც თავად კერძისა თუ ტკბილეულის მზადებას.

ეს არც ისე რთულია და სულაც არ არის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის, რამდენიმე ათას დოლარიანი კამერა გქონდეთ, იმავე ფასის ობიექტივებით. ზოგიერთ შემთხვევაში, კარგი მობილური ტელეფონიც გამოდგება, უკეთეს შემთხვევაში კი – საშუალო ფასიანი ფოტოაპარატი და რაც მთავარია – მონდომება.

მაშ ასე.

1). ნუ დატვირთავთ ფოტოს ფონს

თუ თქვენ წითელ მარწყვს წითელ ჯამში ჩააწყობთ და ფონადაც ჭრელ მაგიდას ან კედელს გამოიყენებთ, თქვენი მარწყვის ეფექტი მნიშვნელოვნად განელდება.

2). გაასწორეთ თეთრის ბალანსი

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ციფრულ კამერას აქვს თეთრის ბალანსის სხვადასხვა რეჟიმი (მზე, ღრუბელი, ოთახის განატება, ჩრდილი და ა.შ.). შეარჩიეთ სწორი ვარიანტი, რომ თეთრი ფერის ნაცვლად ყვითელი არ მიიღოთ, ყვითლის ნაცვლად წითელი, წოლო წითელი ხორცი – დამწვარს არ დაამსგავსოთ.

3). გამოიყენეთ ბუნებრივი განათება

ეცადეთ ფოტოები დღისით, მზის შუქზე გადაიღოთ. აუცილებელი არ არის ქუჩაში გახვიდეთ, საკმარისია გადასაღები ობიექტი ფანჯარასთან მოათავსოთ, რომ მზის სხივმა გაანათოს. ამ გზით ბევრად ბუნებრივ, მკვეთრ და გემრიელ ფერებს მიიღებთ.
თუ გადაღება ოთახის შუქზე გიწევთ, გამოსავალს ფლეშის (‘ვსპიშკის’) გამოყენებაში ნუ დაუწყებთ ძებნას. იაფფასიანი კამერების ფლეში გაგინადგურებთ ფოტოს. ფლეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ მაღალი ხარისხის კამერა და არაპირდაპირი ფლეში გაქვთ და ცოტა ფოტოგრაფის უნარ-ჩვევებსაც ფლობთ.

4). გამოყენეთ შტატივი

სუსტი განათების პირობებში აუცილებლად გამოიყენეთ შტატივი. თუ არ გაქვთა – დააყრდენით ფოტოაპარატი რამე მყარ საგანს (მაგ. წიგნებს), ანუ მყარად დაიჭირეთ ხელში, ხოლო ხელით დაეყრდენით მაგიდას. სუსტ განათებაში უშტატივოდ გადაღებისას შეიძლება სუნთქვაც კი შეიკრათ, რომ კამერა ოდნავაც არ გაირყეს და ფოტო არ გაიდღაბნოს.

5). ყურადღებით მოეკიდეთ პატარა დეტალებს

ნუ კონცენტრირდებით მთლიანად ძირითად ობიექტზე  – კერძზე, ტორტზე, ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეთ სხვა დეტალებს: თეფშს, კოვზს, ჩანგალს. ყველაფერი სუფთაა და წკრიალებს? უწესრიგოდ ან ეტიკეტის უხეში დარღვევით ხომ არ არის განლაგებული? გამოიყენეთ ლამაზი ხელსახოცი, სადა მაგიდის, ან გადასაფარებლის ფონი და ნუ დადებთ თეფშს ჭრელ ხალიჩაზე.

6). გადაიღეთ ახლო კადრები

გარდა ფართე რაკურსით გადაღებული მთლიანი კადრებისა, სადაც თეფში ან მთლიანი სუფრა ჩანს, აუცილებლად გადაიღეთ მაკრო-კადრებიც, თუ, რასაკვირველია ამაში ხელს ფოტოკამერა გიწყობთ ხელს. ახლო მანძილიდან გადასაღებად თქვენს კამერას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ობიექტივი, ამიტომ კარგად დააკვირდით და იმ მანძილიდან გადაიღეთ, საიდანაც აპარატი დაფოკუსებას შეძლებს, შემდეგ კი დეტალი კოპიუტერული პროგრამით (ფოტოშოპი ან სხვა) ამოჭერით.


7). გაჭერით, გატეხეთ, გათალეთ

ნამცხვარი გააკეთეთ? აუცილებლად გაჭერით და აჩვენეთ მკითხველს რა არის შიგნით, ეს ძალიან საინტერესოა და უფრო მადისაღმძვრელი. ანალოგიურად, შეგიძლიათ ცხელი კერძიდან ერთი ლუკმა ჩანგლით ამოიღოთ ან ხაჭაპურს ნაჭერი ჩამოაჭრათ

8). შეარჩიეთ საინტერესო რაკურსი

ნუ გადაიღებთ ფოტოს მხოლოდ ერთი რაკურსით. განსაკუთრებით ერიდეთ ‘ანფასში’ ან ზედხედში გადაღებულ ფოტოებს. სცადეთ კუთხიდან, გვერდიდან გადაღება და ააწყვეთ საინტერესო კომპოზიცია

9). გამოიყენეთ მთავარი ობიექტის შესაბამისი დამატებითი აპლიკაციები

მართალია უკვე ვთქვით, რომ ფონი არ უნდა გადავტვირთოთ და ძირითადი აქცენტი სხვა დეტალზე არ უნდა გადავიტანოთ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით კადრში შემოიტანოთ სიუჟეტის და კომპოზიციის შესაბამისი პატარა დეტალი. მაგალითად წვენით ან ღვინით სავსე ჭიქა, ან ტუნდაც პატარა ყვავილი. მთავარია ეს დეტალი ამოვარდნილი არ იყოს საერთო განწყობიდან (მაგ. კომპიუტერი შესაძლოა სულაც არ მოუხდეს ხორციანი კერძის ფოტოს:))

10). იცრუეთ, თუ საჭიროა! :)

დიახ, კარგი ფოტოსთვის ხანდახან საჭიროა პატარა ტყუილები. ფოტოგადაღებისას თქვენი ცხელი კერძი გაცივდა და ოხშივარი აღარ ასდის? დადეთ ფონზე მდუღარე წყლით სავსე ჩაიდანი, ან გაჟღენთილი ბამბის ქულები, ისე, რომ კადრში არ გამოჩნდეს. ან გააპრიალეთ კვერცხი ზეთით, რომ ბზინვარება მოუმატოს. ან, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ფოტოშოფი მიახმარეთ და გაამკვეთრეთ ფერები.

მოინდომეთ
და ყველაფერი გამოგივათ :)

ეკა

კომენტარები

კომენტარი

5 thoughts on “10 რჩევა ფუდ-ფოტოგრაფებისათვის

  1. ძალიან საინტერესო და საჭირო სტატიაა :) მადლობა ეკა, მე ნამდვილად გამომადგება ეს რჩევები

Leave a Reply

Top