თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > ერთი საღამოს შესახებ

ერთი საღამოს შესახებ

გუშინ მოსკოვში -20 გრადუსი იყო და თბილ სახლში დარჩენას არაფერი სჯობდა. მაგრამ ბავშვები ბებიამ დაიტოვა და ჩვენც ვისარგებლეთ თავისუფლებით, გადავწყვიტეთ საღამო საინტერესოდ გაგვეტარებინა. პლანეტარიუმში წავედით. ვისაც ასტრონომია და კოსმოსი იზიდავს ეს ადგილი ნამდვილად მოეწონებოდა!  ათასნაირი გლობუსებით(დედამიწის, მთვარის, მარსის და ა.შ), ცის რუკებით, რაღაც ხელსაწყოებით, მეტეორიტების გამოფენით…   ყველაზე საინტერესო ვარსკვლავების დიდი დარბაზია, სადაც სავარძელში წევხარ (დიახ, წევხარ!) და ზემოთ იმიტირებულ ცის კაბადონზე აკვირდები ყველა მოვლენას რაც იქ საერთოდ ხდება: პლანეტების მოძრაობას, ვარსკვლავთცვენას, მზის დაბნელებას, მთვარის ფაზებს, თანავარსკვლავედებს, ზოდიაქოებს, კომეტას, შავ ხვრელს და ასე შემდეგ. ეფექტები იმდენად,  იმდენად რეალურია რომ გაოცდებით!  თითქოს ”ცა” კი არა, დარბაზი მოძრაობდა.  4D ეფექტებმა ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება :D

ეს არის ის პროექტორი, რომლის საშუალებითაც ამ საოცრების ნახვა გახდა შესაძლებელი. თითოეულ ლინზაში შიგნით კიდევ რამოდენიმე ლინზა იყო. ფოტოების გადაღება მთლიანად პლანეტარიუმში იყო აკრძალული და ესეც სეანსის  დაწყებამდე ჩუმად ჩავაჩხაკუნე.

_DSC0187

პლანეტარიუმის შემდეგ  სავახშმოდ წავედით.  ამ ჯერად თევზის რესტორანში ტვერსკაიას ქუჩაზე  Филимонова и Янкель .  მანქანის ზუსტად იქ გაჩერება სადაც გინდა – აქ შეუძლებელია, ამიტომ დაახლოებით 100 მეტრი ან ცოტა ნაკლები ფეხით გავიარეთ.  კინაღამ სული გავაცხე!  собачий холод- ს რომ ეძახიან რუსები, აი ეგ  იყო! ბრრრრრრრრრრრრრ….

რესტორანში თბილოდა. შესასვლელთან ეს სასიამოვნო ახალგაზრდები შემოგვეგებნენ:)

_DSC0205

ძალიან სასიამოვნო, თავაზიანი მიმტანი გვემსახურებოდა. შეციებულზე ნორმანდიული სუპი შევუკვეთე ზღვის პროდუქტით, ცხარე იყო და ძალიან გემრიელი, გრენკებით, ნივრიანი კარაქით და პარმეზანით. უზარმაზარი ქვაბით კი მოიტანეს :D

_DSC0198

ამ სუპის მერე აღარც მშიოდა, თუმცა უკვე შეკვეთილი მქონდა შემწვარი კრევეტები. ისეთი გემრიელი იყო, მაინც სიამოვნებით მივირთვი. არა და სწორედ გუშინ დილით განტვირთვის დღის მოწყობა გადავწყვიტე, მხოლოდ შვრიის ფაფაზე და მწვანე ჩაიზე ვიყავი მთელი დღე. საღამოს უკვე საშინლად მშიოდა. მოკლედ, ასე გემრიელად ჩამეშალა ჩემი განტვირთვის დღე.

_DSC0200

ეს ჩემი მეუღლის თეფში იყო, გრილზე შემწვარი ზღვის პროდუქტის ასორტი. სასწაულად გემრიელი იყო ესეც, ცოტა გავსინჯე :D

_DSC0199

საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჩვენი მენიუ მთლიანად ზღვის პროდუქტისგან შედგებოდა.  თბილისში ამ მხრივ არ გვაქვს დიდი არჩევანი და დავხამდით :D

_DSC0196მინდა მაგიდის გაფორმებაც აღვნიშნო, ძალიან საინტერესო მეჩვენა და იმიტომ.  მაგიდებზე ქაღალდი ეფარა, გაზეთის სტილში, რომელზეც უამრავი საინტერესო ინფორმაცია ეწერა თევზეულზე, ზღვის პროდუქტზე, მათი მირთმევის წესებსა და რესტორანზე .

_DSC0204

_DSC0191

_DSC0194

_DSC0195

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

12 thoughts on “ერთი საღამოს შესახებ

  1. რა საინტერესო ადგილას მოხვედრილხართ <3
    მაგიდის გაფორმება ძალიან მომეწონა :)))

  2. მაგიდის გაფორმება მართლად ორიგინალურია. კერძები ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება – განსაკუთრებით ნინოს მეუღლის თეფში. პს ნივრიანი კარაქი ჟღერს კიდე ძაან საინტერესოდ :)

  3. Greetings! Very helpful advice in this particular article!
    It is the little changes that will make the biggest changes.

    Many thanks for sharing!

  4. You are so interesting! I do not believe I’ve truly read
    anything like that before. So good to discover someone
    with original thoughts on this issue. Really.. thanks for starting
    this up. This website is one thing that is required on the
    internet, someone with a bit of originality!

Leave a Reply

Top