Fish cake - ანუ თევზის კატლეტები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Fish cake – ანუ თევზის კატლეტები

Fish cake – ანუ თევზის კატლეტები

ესკოლარი (იგივე „მასლიანკა“) ძალიან ნაზი და გემრიელი თევზია, ცოტა ფხებით. მისგან შესანიშნავი კატლეტი მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ცხიმიანი თევზია, კატლეტები მსუყე სულაც არ არის.

  • 800 გ ესკოლარის ფილე
  • 3  საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 1 კონა კამა
  • მარილი
  • პილპილი
  • 1 კვერცხი

თევზი, მწვანილი, ხახვი და კარტოფილი ხორცსაკეპში გავატაროთ.  დავამატოთ კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად ავურიოთ.

მივიღებთ ნაზ ფარშს.

გავაცხელოთ ტაფა, რომელიც არ იკრავს. დავასხათ ძალიან ცოტა ზეთი. როგორც უკვე ვთქვით, თევზის ეს სახეობა ისედაც ცხიმიანია და თავადაც გაუშვებს ცხიმს.

ნოტიო ხელებით გავაკეთოთ პატარა კატლეტები და შევწვათ საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

კატლეტი მზადაა! მოუმზადეთ რაიმე მსუბუქი, გემრიელი გარნირი და მიირთვით :)

Bon appetit!

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top