თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ფენოვანი ხვეულა ვაშლით და ნუშით

ფენოვანი ხვეულა ვაშლით და ნუშით

ვაშლის დესერტი ნუშით პირველად ვცადე. არანაკლებ გემრიელია ვიდრე ნიგვზით (ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება ).  სახლში მზა ფენოვანი ცომი მქონდა,  ამიტომ ბევრი არც მიწვალია, ისე უცბად და მარტივად მოვამზადე ეს დესერტი.

450-500 გ ფენოვანი ცომი

40 გ კარაქი

100 გ ნუში, კანიანი

4-5 ვაშლი

1 ჩ.კ. დარიჩინი

100 გ.  შაქარი (სასურველია ყავისფერი)

კვერცხი ზემოდან წასასმელად

გაფცქვნილი, დაჭრილი ვაშლი, შაქარი და კარაქი ტაფაზე მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით სანამ შაქარი და კარაქი გადნება,შემდეგ ცეცხლს აუწიეთ და ვაშლი დააკარამელიზეთ, პერიოდულად ურიეთ. სითხე რომ თითქმის დაშრება, ცეცხლიდან გადმოიღეთ.ბოლო წუთებში დაამატეთ დარიჩინი.  გააგრილეთ, დაჭყლიტეთ და შეურიეთ დაფქული ნუში ან პირდაპირ ბლენდერში აქციეთ ერთიან მასად ორივე.

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და  გრძელი ლენტები გამოჭერით. გაანაწილეთ ზედ ვაშლიანი მასა და ცომს პირი შეუკარით. შემდეგ სპირალივით დაახვიეთ და გადაიტანეთ საცხობ ტაფაში. გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე, ღუმელში დაახლოებით 30 წთ (დამოკიდებულია ღუმელის თავისებურებებზე) . როცა სასიამოვნო ოქროსფერი გახდება, გამოიღეთ ღუმელიდან.

მიირთვით თბილი ან ცივი

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top