თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > უგემრიელესი ფარშირებული სოკო

უგემრიელესი ფარშირებული სოკო

რამდენიმე დღის წინ  სუპერ მარტივი და გემრიელი კერძი მოვამზადე სოკოთი – ეს გახლავთ ფარშირებული სოკო. და რადგან გემრიელი რეცეპტების მხოლოდ ჩემთვის შენახვა არაფრით არ შემიძლია, თქვენთვის  მისი გაზიარებაც გადავწვიტე.

მის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მაგრამ ისეთი გემრიელია, თითებს ჩაატანთ!

soko

მოდით, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. დაგჭირდებათ:

  • 10 მოზრდილი ქამა სოკო (სასურველია ახალმოკრეფილი, სანამ გაშავდება და ლაქები გაუჩნდება)
  • 1 საშუალო თავი ხახვი
  • 30-50 გ კარაქი
  • მარილი,პილპილი
  • სულგუნის ან მოცარელას ნაჭრები (შეგიძლიათ გახეხოთ)

გასუფთავებულ სოკოს მოაცილეთ ფეხები და ხახვთან ერთად ან ძალიან წვრილად დაკეპეთ, ან უმჯობესია ჩოპერში (ბლენდერში) დააქუცმაცეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი და დარბილებული კარაქი. კარგად აურიეთ.

we

ამ მასით ამოავსეთ სოკოს ქუდები. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, ცხიმის წასმა არ უნდა.

soko2

ზემოდან დაადეთ ყველის ნაჭრები.

soko3

 

*აქვე დავძენ, ეს კერძი გემრიელია ცხელ-ცხელი, ახალმომზადებული. ამიტომ თუ იმ წუთას ვერ შეჭამთ, ამ ეტაპზე, მომზადებულ ნახევარფაბრიკატს გადააფარეთ ცელოფანი და მაცივარში შეინახეთ თუნდაც რამდენიმე საათი. შეწვით უშუალოდ მირთმევის წინ

soko1

მზადდება 200 გრადუსზე, დაახლოებით 15-20 წუთი. ყველი რომ მადისაღმძვრელად მოიბრაწება და ჩადნება მზადაა.

გემრიელად მიირთვით :)

sok1

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top