თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ფარშირებული პორტობელო

ფარშირებული პორტობელო

პორტობელოს  ნაცვლად  ქამა სოკოს გამოყენებაც შეიძლება. სოკოს ქუდები  უნდა იყოს დიდი ზომის. თაფლი ამძაფრებს ყველის არომატს და უფრო პიკანტურს ხდის.  მთლად იდეალურ, ევროპულ ვარიანტში, ყველი ობიანი უნდა იყოს : როკფორი, გორგონზოლა ან რაიმე ამდაგვარი, მწვანილსაც აღარ დაამატებთ.  თუ შიშობთ, რომ თაფლი დაატკბობს, დაგამშვიდებთ და გეტყვით – ტკბილი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო, პიკანტურ ნოტებს სძენს. ვინც არ იცის, შესაძლოა ვერც მიხვდეს რომ თაფლი აქვს :)

4 დიდი პორტობელო, მხოლოდ ქუდები

1 ს.კ გახეხილი ყველი

1 ჩ.კ თაფლი

მარილი (თუ საჭიროა)

2-3 ღერი ოხრახუში

პილპილი

 portobello

ყველს შევურიოთ თაფლი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პილპილი და კარგად ავურიოთ.  ამოვავსოთ სოკო ამ ფარშით და შევწვათ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. შეგვიძლია ზემოდან გრილით მოვბრაწოთ.

მე მობრაწვა ცოტა ზედმეტი მომივიდა, საკმარისია ყველი მადისაღმძვრელად დაადნეს, შემდეგ კი ოდნავ ოქროსფერი მიიღოს გრილის ქვეშ

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top