ხშირად დასმული კითხვები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ხშირად დასმული კითხვები

რა არის ნაღები?

ნაღები გამოიყენება როგორც ტკბილეულში, ისე სოუსებში და გვხვდება სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით. დაწვრილებით ნაღების შესახებ იხილეთ ამ პოსტში

რა არის და სად იყიდება ფილოს ცომი?

ფილოს ცომი ფახლავას, ძალიან თხელი, ფურცლოვანი ცომია. იყიდება თურქულ მარკეტებში. მათ შორის დიდუბე პლაზას თურქულ მარკეტში, წერეთელზე.

რა არის ბაზილიკი?

ბაზილიკი ევროპაში ძალიან გავრცელებული და პოპულარული საკმაზი ბალახია – მწვანე რეჰანი. გამოიყენება როგორც ცოცხალი, ისე ხმელი ფორმით. ცოცხალ ბაზილიკს ჩვენთან საკმაოდ ძნელად იპოვით ან ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ხმელი შედარებით ადვილი საშოვნია. შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ ჩვენებური შაშკვლავით (ცოცხალი ან ხმელი). თითქმის იგივე სახეობაა და გემოც ოდნავ განსხვავდება.

როგორ გავაკეთო ფორთოხლის ცუკატები?

ფორთოხლის ცუკატები ყიდვის ნაცვლად, შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ, საკმაოდ მარტივად. ანუ ფორთოხალი უდანაკარგოდ აითვისოთ და უგემრიელესი ინგრედიენტი გქონდეთ ტკბილეულისათვის. იხილეთ ნინო ჯანანაშვილის რეცეპტი

სად ვიყიდო ქოქოსის ფანტელები?

ქოქოსის ფანტელების ყიდვა შეგიძლიათ გუდვილში, 200 გრამიანი შეკვრა ღირს 3 ლარამდე ან რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონდიტრო მასალების მაღაზიებში (მაგ. დოლარსთორის გვერდით) 1 კგ – 6-6,5 ლარი ღირს.

რა არის გამაფხვიერებელი და რით განსხვავდება სოდისგან?

გამაფხვიერებელი იყიდება გუდვილში და სხვა დიდ სუპერმარკეტებში (ჯიმარტი, ჯორჯიტა), ასევე საკონდიტრო მასალების მაღაზიებში. როგორც წესი, აწერია baking powder, ყურადღება მიაქციეთ დოზირებას გარეკანზე, თუ პატარა შეკვრებშია, თითო შეკვრა 500 გრ ფქვილს ყოფნის. სოდისგან განსხვავებით, არ სჭირდება ძმრის დამატება და მომწარო გემოს არ აძლევს ბისკვიტს. თანაც, გარანტირებულად და ძალიან კარგად ამოყავს ცომი, თუ დოზა არ დააკელით.

რა არის ცუკინი?

ცუკინი არის იგივე ყაბაყი, მხოლოდ სხვა სახეობის. ჩვენებური ყაბაყისგან განსხვავებით, აქვს მწვანე კანი და უფრო პატარა კურკები, დაახლოებით კიტრის ზომისაა. გემოთი დიდად არ განსხვავდება, ოდნავ უფრო გემრიელია, თუ ცოცხლად, სალათში აპირებთ ჩათლას.

რა არის ბროკოლი?

ბროკოლი კომბოსტოსებრთა ჯიშის ბოსტნეულის ერთერთი, ვიტამინებით მდიდარი სახეობაა. გამოიყენება სუპებში, ასევე ოდნავ მოშუშულ-მოხარშული, ან ორთქლში გამოყვანილი, დიდხანს ხარშვის გარეშე (რომ შეინარჩუნოს ვიტამინები) ან სულაც უმად.

რა არის საცხობი ქაღალდი?

საცხობი ქაღალდი, იგივეა, რაც კალკა. უფრო ხარისხიანია მოყავისფრო, გასანთლული საცხობი პერგამენტი, რომელიც ცხობისას არ იკრავს ცომს. იყიდება გუდვილში (4 ლარიდან და ზემოთ) და გეყოფათ ძაალიან დიდხანს.

რა არის საკონდიტრო ცელოფანი?

მარტივად რომ ვთქვათ, საკონდიტრო ცელოფანი არის ის, რაშიც სულგუნის გადახვევა და გაფუჭება ძალიან უყვართ ხოლმე ჩვენს სუპერმარკეტებში. ეს უთხელესი ცელოფანი კარგია ვაკუუმით შესაფუთად, მჭიდროდ ეკვრება როგორც ჭურჭლის, ისე პირდაპირ ბოსტნეულის, ხილის ზედაპირს და უნარჩუნებს სინოტივეს თუ პირიქით – სიმშრალეს.

რა არის ოსპი?

ოსპი პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება.  მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არსებობს რამდენიმე სახეობის. თბილისში იყიდება დიდ მარკეტებში, ასევე ბაზრობის ტერიტორიაზეც. ფასი სხვადასხვაა შეძენის ადგილის მიხედვით.

რა არის ჯანჯაფილი (კოჭა)?

ეს არის მრავალწლოვანი მცენარის ფესვი, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება და სამკურნალოდაც. უხდებახორცეულს, თევზს, ბოსტნეულს, საკონდიტრო ნაწარმს… დამარინადებული ჯანჯაფილი სუშის თანმხლებია. გამოიყენება როგორც ნედლი ფესვი, ასევე მშრალი, დაფქული.

რა არის კარდამონი (ილი)?

კარდამონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია ვანილთან და ზაფრანასთან ერთად. დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და ძალიან არომატულია. გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, აქვს სამკურნალო ეფექტი. მოიკითხეთ სანელებლების სექციაში და საკონდიტრო მასალების მაღაზიებში.

რა არის პრალინე და როგორ კეთდება?

პრალინე მოხალული თხილის (ნუშის) და კარამელიზებული შაქრის მასაა, გამოიყენება კრემებში და სხვ. მომზადების შესახებ ინფორმაციას  ამ რეცეპტში ნახავთ

რა არის მასკარპონე?

მასკარპონე იტალიური , უმარილო, ნაღების ყველია, ამ ყველის გამოსაყენებელი ყველაზე ცნობილი რეცეპტია ტირამისუ. ჩვენს ბლოგზე რამდენიმე რეცეპტი დევს :)

რა არის ბულგური?

ბულგური (სხვადასხვა ზომაზე) დაღერღილი ხორბალია, პოპულარულია თურქულ სამზარეულოში, გამოიყენება ფლავის, სუპების და სხვ. მოსამზადებლად.

რა არის პროვანსული ბალახები?

ეს არის არომატული ბალახების კრებული საფრანგეთიდან. შეიცავს რამდენიმე სახეობის გამშრალ მცენარეს, ძალიან უხდება გრილზე შემწვარ ხორცს, თევზს და ფრანგების აჯაფსანდალს – რატატუის :)

სად ვიყიდო სოიოს სოუსი?

სოიოს სოუსი ყიდვა თბილისში ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. იყიდება ყველა დიდი და საშუალო მარკეტში, სხვადასხვა ფასისა და ხარისხის, არჩევანი თქვენზეა

19 thoughts on “ხშირად დასმული კითხვები

  1. Zalian didi madlobas gixtit imistvis rom tqveni saitis meshveobit bevri ram gavige kidev ertxel didi madloba

    1. თიკო, ძალიან გვიხარია, თუ ასეა :) ამას სიამოვნებით ვაკეთებთ და მომავალშიც ბევრ საინტერესოს გპირდებით :)

  2. Gamarjoba, tqveni daxmareba mchirdeba )) krevetebs vaketeb pirvelad da ikneb momzaebis cesi mascavlot ?)) moxarshul mdgomareobashia tavit (nijarashi).. madlobt cinascar )

    1. ანი, კრევეტები ნიჟარაში არ არის. თუ ვარდისფერია, ე.ი. უკვე მოხარშულია. საერთოდ კრევეტს დიდხანს ხარშვა/წვა არ უყვარს, სულ რამდენიმე სთ სჭირდება, მით უფრო უკვე მოხარშულს. ყველაზე მარტივი ნივრიან კარაქში დაბრაწვაა, ცოტა ღვინოც დაასხით და ოხრახუში მოაყარეთ. ჩვენთან დევს რამდენიმე რეცეპტი, გადახედეთ და აარჩიეთ :) http://ratatui.me/category/%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

      ასევე შეგიძლიათ ნაღებთან ერთად მოამზადოთ, როგორც სოუსი სპაგეტისთვის, უგემრიელესია :)

  3. filos comze maqvs aseti kitxva, ukve gaxsnili rogor shevinaxo rom ar gaxmes, igive celofanshi davabrune da macivarshi shevinaxe magram gaxma da daifshvna, da kidev rodesac gvezels vamzadebt zemodan kvercxis guli unda gadavusvat? didi madloba cinascar <3

  4. მიხარია თქვენი ბლოგი რო აგმოვაჩინე.ძალიან მიყვარს ესეთი თემები რას კი კულინარიაას ეხება.მიხარია რომ არსებობობთ და რომ გვეხმარებით ბევრი რამ გავიგოთ და შევისწავლოთ.ესეთი რამ მინდა გკითხოთ გამაფხვიერებლის გამოყენება ყველანაის ცომეულზე შეიდლება ანუ იქ სადაც სოდას ვიყენებთ მაგალითად ბლინი ან ალადი? თუ რამე განსაკუთრებულ ნამცხვრებში და ტორტებში.მადლობთ

  5. გამარჯობათ, მაინტერესებს რომელი მწარმოებლის ნაღებს იყენებთ უფრო ხშირად?

    1. მე პირადად ვალიოს 38% ან არლას 36%, როცა გასათქვეფად მინდა, კრემისთვის. დაბალპროცენტიანს (10-20%) სხვადასხვას

  6. გამარჯობათ,მაინტერესებს პიცის სუნელებს სად ვიყიდი?

  7. SAKORWILO DID TORTEBS ROM ACXOBEN XOLME TKVEN AR AKETEBT? AN SAERTOD TU GVASWAVLIT MAT GAKETEBAS?

  8. upirveles yovlisa dzalian didi madloba rom aseti saintereso gverdi gakvt. meerti ram mainteresebs. xom ver metyvit rogor ketdeba torts zemodan rom asxia jelesavit da civi unda davasxat tu cxeli.da tu aris pxvnilebi romeli pirmis sjonia rom viyido cinascar didi madlobaa.

    1. ნაყიდ ტორტებს რომ ასხია წითელი და ა.შ. ეგ იყიდება უკვე მზა ბოთლებში. ასევე ყიდიან მზა ჟელეებსაც. თუმცა მე ვფიქრობ სახლში მომზადებული ჟელე აჯობებს, მთავარია ჟელატინის დოზირება ”დაამუღამოთ ”

Comments are closed.

Top