თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ქართული > ქართული სამზარეულოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ანუ “მჭადის” ალტერნატიული, ფუმფულა ვერსია

ქართული სამზარეულოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ანუ “მჭადის” ალტერნატიული, ფუმფულა ვერსია

მჭადისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მგონი ყველა ქართველის გენშია.
მე ეს “გრძნობა” ორმაგად გამძაფრებული მაქვს, რადგან მჭადის ფქვილის შემცველი ყველანაირი პროდუქტი 5–6 წლის მანძილზე აკრძალული მქონდა, ალერგიის გამო.
ჰოდა, ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ალერგიამ გამიარა და ამიტომ, დახამებული ვარ სიმინდის ფქვილისგან წარმოებულ ყოველგვარ საკვებს :D

გუშინ გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მჭადი ალადიკების მგავსად გამომეცხო.

ავიღე მჭადის ფქვილი და შევურიე თითქმის იგივე რაოდენობის პურის ფქვილი, ცოტა ნაკლები. დავამატე რამდენიმე კოვზი შაქარი(დიახ შაქარი, მარილიან კერძებს 1–2 კოვზი შაქარი აკეთილშობილებს) და ბლომად მარილი. შემდეგ დავიწყე თბილი წყლით მოზელა(აჯობებს რძით, მაგრამ არ მქონდა), შევაზილე 1 კვერცხი (ორიც შეიძლება, თუ ფქვილი ბევრია) და სოდა ძმრით.

საბოლოოდ მივიღე მჭადის ცომზე ბევრად თხელი და ფაფუკი მასა. ფაქტიურად ისეთი, კოვზით რომ შეიძლება დასხმა ტაფაზე.

ტაფაზე მოვასხი ბლომად ზეთი (როგორც ალადიკების ცხობისას), სველი ხელით ცომისგან გავაკეთე მრგვალი ბურთები და დავალაგე ტაფაზე.

თავდახურულ ტაფაში ეს ჩემი “მჭადები” ამოფუვდა, დამრგვალდა და შეიბრაწა. ცოტა ხნით მეორე გვერდზეც გადავაბრუნე და ბოლოს დიდ თეფშზე ამოვალაგე.

ვიზუალურად ჩვეულებრივი მჭადისგან თითქმის არ განსხვავდება, მაგრამ გემო აბსოლუტურად სხვანაირია. არის ფუმფულა და ოდნავ ფხვიერი.

საჭმელად ჩვეულებრივ მჭადზე ბევრად მსუბუქი და ძალიან ძალიან გემრიელი. ისეთი, რომ, დედაჩემმსაც კი მოეწონა, რომელიც ყველაფერს იწუნებს :D

გემრიელად მიირთვით :)

მორალი: ხშირად ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტები და საერთოდ, იყავით კრეატიული ;)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

15 thoughts on “ქართული სამზარეულოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ანუ “მჭადის” ალტერნატიული, ფუმფულა ვერსია

  1. მჭადის ერთ–ერთი დიდებული ვერსია არის ჭვიშტარი, რომელსაც მჭადის ცომში ყველი და კვერცხი ერევა :)

  2. lolშენ ეტყობა ჩემი წარმოშობა დაგავიწყდა ;)კი, ჭვიშტარი ყველაზე გემრიელი რამაა, ვიფიქრე ამის გაკეთებაც შეიძლება ყველით.ანუ, პურის ფქვილი არბილებს და სხვანაირ გემოს აძლევს, ხველის შერევა ხო საერთოდ.უბრალოდ მაშინ ჩემი ორიგინალური ვერსია აღარ გამოვიდოდა :Dჭვიშტარის რეცეპტიც მიდევს აქ, http://mniamnia.blogspot.com/2008/06/maisbrot-mit-kse-ie-chvishtari.htmlოღონდ ინგლისურად და იმ ინგრედიენტებით, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას უნდა გამოიყენო, როცა ქართული ყველი არ გაქვს :)

  3. WOW, Marek, thanks for the comment.I'll make a translation specially for you here:Its a mixture of wheat flour and maize flour (3/2) + 1 egg + soda + 2 tab.spoons of sugar + salt.You mix all together with water, make a dough and fry small balls in the oily pan, from both sides. It's very tasty, you can have it with salad, or cheese, or just with tea or without anything at all :))Try it, really simple :))

  4. ძალიან მაგარი ბლოგია, ადრე ფორუმზე შევდიოდი რომ მშიოდა, კულინარიის განყოფილებაში, ეხლა აქ დამოვბარგდი, წარმატებები და ბეეევრი რეცეპტები და კიდე ამ ბლოგით რეკლამის პოვნას გისურვებ :))

  5. არაროოორრრ!! რა გემრიელი ბლოგია! დაუყოვნებლივ ვიმატებ ჩემთან.პ.ს. ეს ასოების ჩაწერა გამოურთე რა კომენტარებს.

  6. Nan, განვავრცობ ცოტა ხანში, მოვიცლი და უფრო "ნავაროტკებიანი" კულინარიული ბლოგი გახდება ;)გურამ, ახლავე გამოვრთავ, მე სულ Logged in შემოვდივარ და ვერ ვამჩნევ მაგას.siyvarulovna, სცადე, შენი რა მიდის ;)შაქარი ცოტა ოღონდ, 1–2 კოვზი :)

  7. "ალადიკებს" ჩვენს მშობლიურ ენაზე მაჭკატები ქვია :) წყარო: ასტრიდ ლინდგრენის "კარლსონი და ბიჭუნა"-ს ქართული ვერსია, 1985 წლის გამოცემა (თუ არ ვცდები)ეხლა მჭადის ირგვლივ:მჭადი მიყვარს მხოლოდ ერთ ფორმაში და ბაჭყატები შევარქვი. მჭადის ტრადიციულ თხელ ცომს ვუკვეთავ დედას და შემდეგ ზეთში კარგა გახიკინებულს ვჭამ. მგონი ერთადერთი გურული ვარ სიმინდი და მისი ნაწარმი რომ არ უყვარს :)

  8. :)სულ მაინტერესებდა, რა იყო ეს მაჭკატები , რომელიც ასე ხშირად მხვდებოდა ლინდგრენთან :)

  9. მჭადის ცომში მანანის ბურღულის შერევაც შეიძლება, შედეგი იგივეა – ფაფუკი ცომი და უგემრიელესი მჭადი, არაფრის მიყოლება რომ არ სჭირდება…ანუ ნახევარი რომ მჭადის ფქვილი იყოს და მეოთხედ-მეოთხედი პურის ფქვილი და მანანის ბურღული, ჩვენ ასე ვაკეთებთ ხანდახან, ოღონდ კვერცხის გარეშე :)

  10. მეც გამიგია ეგ, თუმცა არ მიცდია, მგონი მანანის ბურღულისადმი ბავშვობიდან გამოყოლილი მწარე მოგონებების გამო :D

Leave a Reply

Top