ყველაზე გემრიელი ეკლერები ;) |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ყველაზე გემრიელი ეკლერები ;)

ყველაზე გემრიელი ეკლერები ;)

ეს ეკლერები ისეთი გემრიელია, რომ ვჭამ საკუთარი თავის მშურს  :D   ჩემი აზრით, თუ ვინმეს ეს ნამცხვარი არ უყვარს, უბრალოდ ცუდი რეცეპტით  ან ცუდად მომზადებულს მიირთმევს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით!  ცომშიც და კრემშიც, განსაკუთრებით კი კრემში, დაივიწყეთ მარგარინი, შესაბამისად სამარხვო ეკლერი და მსგავსი გაურკვევლობები. პატივი ეცით მარი-ანტუან კარემის წმინდა ხსოვნას, ვის სახელსაც უკავშირდება ეკლერის შექმნა და საკუთარ ორგანიზმს, რომელიც ხარისხიან საკვებს იმსახურებს.

მაშ ასე, როგორ მზადდება ყველაზე გემრიელი ეკლერები?

ecleri

1 ჭ (250მლ) წყალი (ან რძე და წყალი 50/50)
100გ კარაქი (ან მარგარინი)
1 ჩ.კ. შაქარი
0.5 ჩ.კ მარილი
1 ჭ ფქვილი (იგივე ზომის ჭიქით რითაც წყალი)
5 მსხვილი კვერცხი

კრემი პატისიერი (მოხარშული კრემი)

3 კვ. გული
300-350 მლ რძე
80 გ   შაქარი
40 გ სიმინდის სახამებელი (პურის ფქვილითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ)
100 გ კარაქი
ვანილი

თხილის პრალინე.

ცომის, კრემის და პრალინეს მომზადების წესს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ძველ რეცეპტში, განმეორებით აღარ დავწერ.

ერთ შენიშვნას აქვე დავწერ კრემის შესახებ: კარაქი ჯერ ცალკე ავთქვიფე სანამ ძალიან ფუმფულა, ქათქათა მასა არ მივიღე, შემდეგ შევათქვიფე ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული კრემი, ვანილი და პრალინე გემოვნებით. შეიძლიათ 2 კოვზი ვისკი ან კონიაკიც დაამატოთ, ან ათქვეფილი ნაღები შეურიოთ. ორივე მიცდია და არაჩვეულებრივია, თუმცა ფოტოზე ნაღების გარეშეა.

კრემის მეორე ვარიანტი: ცოტა ნაღებთან ერთად გაადნეთ შავი შოკოლადი და გააცივეთ მაცივარში. შემდეგ ეს მასა ვანილთან და 2 კოვზ კონიაკთან ან ვისკისთან ერთად დაამატეთ დარჩენილ ნაღებს და ათქვიფეთ სანამ ფაფუკ კრემს არ მიიღებთ. ასეთ ეკლერებს თავზე შოკოლადის გლაზურიც უხდება. უგემრიელესია!

კიდევ ორი გემრიელი ფოტო :) ბონ აპეწი!

eclair1

 

eclair

პ.ს. ალბათ შეხსენების გარეშეც ყველამ იცის, რომ იგივე ცომით მზადდება შუც :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ყველაზე გემრიელი ეკლერები ;)

  1. დიდი მადლობა რეცეპტისთვის, ძალიან გემრიელი გამოვიდა,მხოლოდ პრალინე გავაკეთე ნუშით

  2. Admiring the time and energy you put into your site and in depth information you offer.

    It’s awesome to come across a blog every once in a while that isn’t the same outdated rehashed information. Wonderful read!
    I’ve saved your site and I’m adding your RSS feeds to my Google account.

Leave a Reply

Top