დონატები შოკოლადით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > დონატები შოკოლადით

დონატები შოკოლადით

მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა დონატების რეცეპტი. უწინაც რამდენჯერმე მქონდა გამოცხობის გამოცდილება, საკმაოდ ნორმალურებიც გამომსვლია, თუმცა ეს საუკეთესოა მათ შორის: 1) ძალიან ნაზია და 2) ამ სინაზეს გაცივებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს, რამდენიმე საათის შემდეგ (სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლეს :) )

ცომი ჩემი ინტერპრეტაციით მოვამზადე.საერთოდ, ინტუიცია მნიშვნელოვანია კულინარიაში, რადგან იდენტური რეცეპტითაც კი შეიძლება სხვადასხვა შედეგი მიიღო: ინგრედიენტები ხომ არასდროს არის იდენტური, ხან კვერცხია განსხვავებული ზომის, ხან ფქვილი სხვადასხვა სორტის, ხან კარაქის ხარისხი, ხანაც ღუმელი… რადგან აქ დაწერას ვაპირებდი, ავწონე და გავზომე ყველაფერი (საერთოდ მეზარება ხოლმე :) და ე.წ.”თვალის ზომით” ვაკეთებ ყველაფერს), თუმცა თუ ცხობის გამოცდილება მაინც და მაინც არ გაქვთ, რეცეპტი დაიცავით. მაშ ასე:

  • 50 გ მარგარინი ან კარაქი
  • 130 მლ რძე
  • 130 მლ წყალი
  • 1 მსხვილი კვერცხი
  • 75 გ შაქარი
  • 2.5ჭ ფქვილი (250 მლ-იანი ჭიქა)
  • 1ჩ.კ (სავსე) მშრალი საფუარი

რძე და წყალი გაათბეთ,შემდეგ ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი და ჩაადნეთ.
დაამატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად გახსენით. ბოლოს საფუარი დაამატეთ. დადგით ეს თბილი მასა 20-30 წუთით და აფუება აცალეთ.
თავდაპირველად დააცერით ორი ჭიქა ფქვილი. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნელნელა ამატეთ. შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლებიც დაგჭირდეთ. მთავარია ცომის კონსისტენცია: ის უნდა იყოს რბილი, ნაზი, როგორც ერთი კარგი კულინარი ამბობს ხოლმე ”ყურის ბიბილოს სისქის”. ხელებზე ცოტა მოგეწებებათ, მაგრამ ფქვილს ნუ დაამატებთ, უბრალოდ კარგად დაზილეთ. დადგით გასაფუებლად, სანამ არ გაორმაგდება.

აფუებული ცომი გადმოიღეთ ფქვილიან დაფაზე, გააბრტყელეთ დაახლოებით 1-1.5 სმ-ზე და გამოჭერით დისკები, თუ სპეციალური საჭრელები არ გაქვთ, სხვადასხვა ზომის ჭიქები გამოიყენეთ.

გამოჭრილი ფორმები გააცალკევეთ და დატოვეთ დაფაზევე 20 წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს.

ტაფაზე დაასხით ზეთი (სასურველია დონატებს შუამდე მაინც სწვდებოდეს ცხობისას) როცა გაცხელდება, ფრთხილად ჩაალაგეთ ცომი და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

თავზე, სასურველია, გამდნარი შოკოლადი მოასხათ ან შაქრის პუდრა მოაყაროთ. მე ორივე ვარიანტი ვცადე და შოკოლადიანმა უფრო მომხიბლა :)

donati

პ.ს რძე გამოვიყენე სოფლის, ცხიმიანი.
პ.პ.ს. ერთი ხერხი: თუ გლაზურის მოსხმას გადაწყვეტთ, უმჯობესია შოკოლადი ფართო ჭურჭელში გაადნოთ და დონატი ჩააწოთ შიგნით, ვიდრე ზემოდან მოასხათ, ზედმეტ შოკოლადს ადვილად ჩამოაცლით და ნაკლებად ჩამოიწუწება

და კიდევ ერთი იდეა: შეგიძლიათ ჩვეულებრივი მრგვალი ფუნთუშის ფორმა მისცეთ და ისე შეწვათ (აღარ ამოაჭრათ შუაგული), შემდეგ კი საკონდიტრო შპრიცით შეუყვანოთ სასურველი შიგთავსი-შოკოლადის, ვანილის, ლიმნის და ა.შ. კრემი ან ჯემი.

კომენტარები

კომენტარი

21 thoughts on “დონატები შოკოლადით

  1. მომეწინა რეცეპტი, აუცილკებლად გავაკეთებ, თან ჩემთვის მომხიბვლელი იმითაა რომ ღუმელი არ ჭირდება.. (დროებით რუმელი არ მაქვს)… :)

  2. მშვენივრად და რაც მთავარია საკმაოდ ადვილად ჟღერს. თან კარგად არის ახსნილი. :) მადლობა. შაბათ-კვირას ვცდი.

  3. ნინო, მე ერთი პრობლემა მაქვს შოკოლადში ამოვლების დროს, რა შოკოლადიც არ ვიყიდე, რომ გავადნე (ცეცხლზე, ორთქლზე), არ გამოვიდა საკმარისად თხელი იმისთვის, რომ რამე ამომევლო ან რამეზე მომესხა. ამ შემთხვევაში რა ვუშველო?

  4. გმადლობთ კარგი კომენტარებისთვის :)) თუ მოამზადებთ შედეგი გაგვიზიარეთ ფბ-ზე :))ეკა, შოკოლადს რაც შეეხება, რეცეპტში დამავიწყდა მიმეთითებინა, რომ გადნობისას ვამატებ ცოტა წყალს (რძეც შეიძლება) მერე კარგად უნდა გახსნა რომ ერთგვაროვანი გამოვიდეს ეს მასა. წყალი დაამატე თითო კოვზი რომ დაარეგულირო და ბევრი არ მოგივიდეს, თორემ ძალიან გათხელდება. თუ მაინც ასე მოხდა(მე შემემთხვა ერთხელ ასე ) დაამატე კაკაო და ცოტა შაქარიც, სასურველი სიტკბოს მისაღწევად.

  5. oook, გავითვალისწინებ, აქამდე, ბევრჯერ ვცადე, ხან სპეციალური საკონდიტრო შოკოლადი ვიყიდე, უფრო მაგარი, ხან ჩვეულებრივი ფილა, და სულ ზედმეტად სქელი გამოვიდა ამოსავლებად :|

  6. გასადნობ შოკოლადს რძესთან ერთად ცოტა კარაქიც დაამატეთ…პრიალა გამოვა!!!:)

  7. ფუმფულა და გემრიელი დონატები გამოვიდა… ოღონდ, გაკეთება გვიან დავიწყე და შემდეგ, ცომი მთელი ღამე დავტოვე… ვფიქრობ, ცოტა თხელი ცომი გამომივიდა… შემდეგ ჯერზე გავითვალისწინებ აუცილებლად… რაც შეეხება შოკოლადს, მე ასე მოვამზადე: 3 ს/კ კაკაო, 5 ს/კ სოფლის რძე, 50 გრ კარაქი, 1 ჩ/ჭ შაქარი, ვანილი. დაბალ ცეცხლზე დავდგი და სანამ შაქარი და კარაქი არ გადნა ვურევდი… გემრიელი, პრიალა და თხელი (ამოსავლებად ადვილი) შოკოლადი გამოვიდა :)

  8. ვამი ძალინ გემრიელი , ვცადე და არაჩვეულებრვი გამოვიდა.

  9. დღეს ვაპირებ გაკეთებას დიდი მადლობა ასეთი გემრიელი რეცეპტისთვის:)))

    1. იმედია მოგეწონებათ :) გემრიელად მიირთვით :)

  10. მაგრად მომეწონა ეს რეცაპტი და საერთოდ ეს ბლოგი,სანამ შუადგის შოუში არ გნახეთ მანამ თქვენ შესახებ არც კი ვიცოდი.მიხარია მაგრები ხართ.

    1. დიდი მადლობა :)

      პ.ს. სახელიდან გამომდინარე, ვიფიქრე მე თავად ხომ არ დავუტოვე კომენტარი საკუთარ თავს? :D

  11. ნინო გამარჯობათ ეს დონატები ძალიან კარგია და იქნებ პიშკებიდ რეცეპტიც დამიწეროთ.უბრალო რეცეპტი
    სამარხვო აი ისეთი აპარატებით რომ აცხობენ და კიდევ მაინტერესებს პუდრაში რას ურევენ ვანილი არარი აშკარა.მადლობთ წინასწარ.

Leave a Reply

Top