დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

ეს ფუნთუშა თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს, რადგან ძალიან გემრიელი და ეფექტურია. ხრაშუნა დაბრაწული ქერქის ქვეშ ფაფუკი, რბილი გულია და  გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სირბილეს.

იდეალური შედეგის მისაღებად, უმჯობესია მაღალცხიმიანი ნაღების გამოყენება, მათ შორის ნატურალური რძის ნაღების (ე.წ. სოფლის რძის), რომელიც ადუღებისა და გაცივების შემდეგ რძის თავზე გროვდება. თუ გახსოვთ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებში ვწერდი  ამის შესახებ.  თუ ასეთი ნაღები არ გაქვთ, ნაყიდი ნაღებიც (35%+)   არაჩვეულებრივი იქნება, ან მაღალცხიმიანი რძე გამოიყენეთ და ცოტაოდენი კარაქიც დაამატეთ (230 გ რძე+70 გ კარაქი).

funtusf

 

300 მლ . მაღალპროცენტიანი ნაღები

80 გ შაქარი

2 კვერცხი

1 ჩ.კ. მშრალი საფუარი

280-300 გ ფქვილი

2 ს.კ შაქარი

2-2,5 ს.კ დაფქული დარიჩინი

½ ჭ ქიშმიში სურვილით .

 

ნაღები გავათბოთ, ჩავამატოთ საფუარი და 15- 20 წუთი დავტოვოთ. შემდეგ დავამატოთ შაქარი, კვერცხები და ბოლოს ფქვილი. მოვზილოთ ცომი, თავზე დავაფაროთ და დავდგათ ასაფუებლად.

თუ ქიშმიშის დამატებას გადავწყვეტთ, წინასწარ მდუღარე დავასხათ, რათა ჭუჭყი მოსცილდეს და თან აფუვდეს. შემდეგ ხელსახოცზე შევაშროთ.

შაქარი და დარიჩინი ერთმანეთში შევურიოთ.

აფუებული ცომი ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ, ზედ მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი, კარგად გადავანაწილოთ ყველგან, შემდეგ მოვაყაროთ ქიშმიში და რულეტივით გადავახვიოთ. ამ ცომით ერთი დიდი ფუნთუშა გამოდის. შეგვიძლია ცომი ორად გავყოთ და ორი რულეტი გავაკეთოთ ორი საშუალო ფუნთუშისთვის.

funtusa stepbystep

რულეტი სიგრძეზე ჩავჭრათ და ორივე ნაწილი ერთმანეთზე გადავაწნათ, ისე რომ გადანაჭერი მხარე ყოველთვის ზემოთ მოექცეს, ცომით დახურული მხარე კი ქვემოთ. ბოლოები შევაერთოთ და გადავიტანოთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაში. თავზე გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახლა ამოფუება მინიმუმ 30 წუთით. შემდეგ სურვილის შემთხვევაში კვერცხი გადავუსვათ და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  გამოვაცხოთ დაბრაწვამდე, დაახლოებით 30 წუთი +/-

გაგრილებული ფუნთუშა დავჭრათ ულუფებად. ვერც კი წარმოიდგენთ, რა გემრიელია!

1172277_534557639945372_1751703089_o

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top