თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კრიტიკა > ქართული სამზარეულო რუსული სამზარეულოს ნაწილი???

ქართული სამზარეულო რუსული სამზარეულოს ნაწილი???

ფეისბუქზე გავრცელდა გერმანული გამომცემლობის მიერ 2008 წელს დაბეჭდილი კულინარიული წიგნის ყდის ფოტო, სადაც ამაყად, რუსული კულინარიის სახელწოდების ქვეშ თავს იწონებს საქართველო და ჩვენი მოძმე ერები…

1798525_10204508284963935_6895706798191596775_n

 

თავის დამშვიდება დავაპირე, ალბათ სხვა მეზობელი ქვეყნებიც ასე ჰყავთ დაჯგუფებული, რაღაცნაირად, სამეზობლოს მიხედვით და მძიმეწონიანმა მეზობელმა შრიფტის ზომითაც გვაჯობათქო, მაგრამ არა, ნურას უკაცრავად.

 

აგერ უნგრეთი, გერმანია და ჩინეთი არცერთ სხვა ქვეყანის კულინარიას არ ითვისებს.

 

Culinaria_Germany Culinaria France Culinaria_china

 

“რუსული” კულინარიის წიგნში კი რუკაზეც დიდი გაუგებრობაა და საერთოდ ვერ გაიგებ, სადაა ჩვენი ქვეყანა :@

 

Culinaria Russia 1

 

წიგნი ამაზონზეც ვიპოვე, შიდა გვერდებიც გავხსენი და ბოლო გვერდზე მადლობების მთელი ნუსხაც ვნახე, ქართველი თანაავტორების, კონტრიბუტორებისა და ხელშემწყობების მიმართ.

 

ხალხი, მაინტერესებს, ფულს რომ გიხდიან, არ უნდა დაინტერესდეთ თქვენი ნაშრომი მერე სად იბეჭდება და რა სათაურის ქვეშ? იქნებ ტუალეტის ქაღალდად აპირებენ დაბეჭდვას და დავიჯერო სულერთია? :@

Contributors

კომენტარები

კომენტარი

ინგრედიენტები:
Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

2 thoughts on “ქართული სამზარეულო რუსული სამზარეულოს ნაწილი???

  1. Undeniably consider that which you said. Your favourite justification appeared to be on the net
    the simplest factor to be aware of. I say to you, I definitely get irked at the same time as other people
    consider issues that they plainly don’t recognise about.
    You managed to hit the nail upon the top as well as outlined
    out the whole thing without having side effect , other people can take a signal.
    Will likely be back to get more. Thank you

Leave a Reply

Top