ნივრიანი პურები ანუ კრატუნა კრუტონები ლუდისთვის და არა მხოლოდ |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ნივრიანი პურები ანუ კრატუნა კრუტონები ლუდისთვის და არა მხოლოდ

ნივრიანი პურები ანუ კრატუნა კრუტონები ლუდისთვის და არა მხოლოდ

კრუტონებზე პირველად არ ვწერთ რატატუიზე, ამჯერად ვიდეოც გადავიღეთ, რომ გვეჩვენებინა, რა ადვილია საკუთარი ხელით გემრიელი ხრაკუნა პურების დამზადება, ყოველგვარი ემულგატორების, გემოს დანამატების და მავნებლობების გარეშე. შეგიძლიათ მიატანოთ ლუდს, ან სალათს, ან წვნიანს.. არომატებით გაჯერებული შებრაწული პური ხომ ბევრად უფრო მეტად მოუხდება ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი. ხო, თანაც ეს ერთერთი საშუალებაა მოწყენილი, გუშინდელი პური გააკეთილშობილოთ და გამოაცოცხლოთ! ;)

რჩევა #1: არ შეწვათ კრუტონები ზეთიან ტაფაში! ჩვენ ხომ ჯანსაღი შედეგი გვინდა? ჰოდა შევთანხმდეთ, რომ ღუმელს ვიყენებთ.

რჩევა #2: ნივრის გარდა, სხვა სანელებლები და არომატული ბალახები, შეგიძლიათ ცვალოთ იმის მიხედვით, თუ რა კერძის თანმხლებად გინდათ მათი გამოყენება. ან უბრალოდ, მხოლოდ ნიორი და მარილი დატოვოთ.

ჩვენს შემთხვევაში რა გამოვიყენეთ:

  • თეთრი პური (შეგიძლიათ რუხი, შავი, ჭვავის გამოიყენოთ)
  • ზეთი (სასურველია ზეითუნის, ან მზესუმზირის ზეთთან შერეული)
  • ორეგანო, იგივე თავშავა
  • მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • რა თქმა უნდა – ნიორი

თუ გინდათ, რომ კრუტონები სალათში ან სუპში გაურიოთ, მაშინ პატარა კუბიკებად დაჭერით. ხოლო თუ მისაყოლებლად – მაშინ გრძელი, დიდი ნაჭრები აჯობებს. თასში ჩაასხით ზეთი, შეურიეთ სანელებლები, ნიორი და პურის ნაჭრები სათითაოდ ფრთხილად ამოავლეთ ყველა მხრიდან. ვიდეოში ნახავთ, რომ ხელით არ ამოვურიეთ. ერთადერთი მიზეზით – ნივრის სუნისგან რომ დაგვეცვა თავი. თუმცა, როცა სახლში ხართ, მგონი არც ესაა დიდი პრობლემა :)

KrutonebisZetiReady

პურები დააწყვეთ ღუმელის თუნუქის ტაფაზე, უფრო სწორად კი – პერგამენტის ქაღალდზე, რომ არ მიიწვას და 10-15 წუთი შედგით ღუმელში გრილის რეჟიმში (ან უბრალოდ 180 გრადუსზე). რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან რომ მოიბრაწოს, აუცილებელია რაღაც დროის მერე გაააბრუნოთ თითოეული ნაჭერი.

გემრიელად მიირთვით <3

croutons_for_Kaiser_Beer

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

5 thoughts on “ნივრიანი პურები ანუ კრატუნა კრუტონები ლუდისთვის და არა მხოლოდ

    1. აუცილებელი არ არის. უბრალოდ გამოშრალი უფრო ადვილად დაიჭრება და ფორმას შეინარჩუნებს, ვიდრე ახალი და რბილი.

  1. ეს თავშავა სად შეიძლება შევიძინო?აქამდე არ დამჭირვებია და არც ვიცი როგორია

  2. Just take the above example as well as scale it up.
    If you were to spend $3000 annually on websites (300 internet site complete) as well as each one made 25 cents per
    day, you would certainly be pulling in over $25,
    000 per year.

Leave a Reply

Top