თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

წლების წინ, ჩემი პირველი შეხვედრა კუსკუსთან წარუმატებად დასრულდა. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ყველაზე უგემური რამ იყო, რაც კი მანამდე მეჭამა! დიდხანს ვიყავით ასე უბრად მე და კუსკუსი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ერთი შანსი კიდევ მიმეცა: მისგან  ყველაზე მარტივი  და ცნობილი სალათა მოვამზადე.

ეს სალათა ზაფხულში შესანიშნავი საჭმელია. ასევე გამოდგება გარნირად ხორცეულთან. საოცრად უხდება პიტნის არომატი. ტრადიციულად, მას ოხრახუშთან ერთად ამატებენ ხოლმე. ბროწეული და ნუში კი ჩემი ინიციატივით დავამატე, აუცილებელი არ არის, თუმცა მოუხდა.

couscous salad

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა კუსკუსი (მედიუმი)
  • 2-3 კიტრი
  • 2-3 პიმიდორი
  • 1/2-1/2 წითელი და ყვითელი ტკბილი წიწაკა
  • ოხრახუში
  • პიტნა
  • წითელი ხახვი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ბროწეული
  • ნუში

კუსკუსს დაასხით 1.5-2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 5-10 წუთი. სითხე ოლომდე უნდა დაიშროს და გაფუვდეს.

ამასობაში წვრილ კუბებად დაჭერით ბოსტნეული. პომიდორი თუ ძალიან წვნიანია, სითხე და თესლი გამოუწურეთ წინასწარ, დაჭერით მხოლოდ რბილობი.

დაჭერით მწვანილი და ხახვი.

ტკბილი წიწაკა აუცილებელი არ არის, მაგრამ უხდება, ფერითაც და გემოთიც.

გაფუებულ კუსკუსს მოასხით რამდენიმე კოვზი ზეითუნის ზეთი და ჩანგლით აურიეთ, ფანტია რომ გახდეს. კარგი იქნება თუ ცოტა შეგრილებას დააცდით. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, მწვანილი, ხახვი, მარილი, პილპილი. მოასხით ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ზეთი. კვლავ კარგად აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები (თუ გაქვთ) და ნუშის ფირფიტები.

გემრიელად მიირთვით!

couscous

სალათს დიდხანს ნუ შეინახავთ, რადგან ბოსტნეული წვენს გაუშვებს. უმჯობესია მაშინვე მიირთვათ ან ცოტა ხნით მაცივარში გააჩეროთ და შემდეგ დააგემოვნოთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

7 thoughts on “კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

Leave a Reply

Top