თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Cole slow -კოულ სლოუ ზამთრის სალათა ბოსტნეულით

Cole slow -კოულ სლოუ ზამთრის სალათა ბოსტნეულით

ეს ძალიან სასარგებლო, ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი სალათაა. განსაკუტრებით გემრიელია ხორცეულთან ერთად, მაგრამ დამოუკიდებელ კერძადაც შეგიძლიათ მიირთვათ.

_DSC0074

½ თავი წითელი კომბოსტო

½ თავი თეთრი კომბოსტო  (საშუალო ზომის თავები)

2 სტაფილო

1 კონა ოხრახუში

1 კონა კამა

1 ჩ.კ მარცვლოვანი მდოგვი

150 გ  სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან  მხოლოდ არაჟანი

½ ლიმონის წვენი

1 კბილი ნიორი

მარილი

პილპილი

შეგვიძლია დავამატოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი, მწვანე ხახვი

 

ორივე სახის კომბოსტო ძალიან თხლად დავკეპოთ და ავურიოთ. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ნიორი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი.  მოვასხათ ლიმონის წვენი, კარგად ავურიოთ და დავამატოთ მდოგვის და არაჟნის ნარევი.

აი, სულ ესაა :)  თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას და რამე შეცვალოთ, დაამატოთ ან გამოაკლოთ. ზოგიერთი რეცეპტით ბოლოკიც ემატება, თუმცა ის რამ მე დავწერე, ძირითადი ინგრედიენტებია.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top