საზაფხულო სუპი | Ratatouille - რატატუი
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ცივი საზაფხულო სუპი

ცივი საზაფხულო სუპი

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა.

დაგჭირდებათ:

  • კარტოფილი – 3 დიდი ან 4 საშუალო
  • პომიდორი – 4 ც
  • კიტრი – 4 ც
  • წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) – 2 ც
  • მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში)
  • მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი
  • ბლენდერი

პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომ მალე მოიხარშოს.

ამასობაში გარეცხეთ ბოსტნეული, მწვანილის ჩათვლით და დაჭერით. მოხარშული და გაგრილებული კარტოფილი შეურიეთ ბოსტნეულს და კარგად დააბლენდერეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეცადეთ, მწვანილის ღერები არ შეაყოლოთ, არც ისე ადვილად იქნება ბლენდერში სხვა ბოსტნეულთან ერთად.

მიღებული მასა საკმაოდ სქელია, ამიტომ დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ ან ისევ დააბლენდერეთ, ვიდრე სუპი თქვენთვის სასურველი კონსისტენციის არ გახდება. დაამატეთ მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით, გადაიტანეთ ემალირებულ ქვაბში და შედგით მაცივარში.

მიირთვით ძალიან ცივი. განსაკუთრებით გემრიელია ცხელ კრუტონებთან ერთად (კრუტონების დამზადების წესი იხილეთ ამ პოსტში)

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ნივრიანი არაჟანი ან ნაღებიც.

sazafxulo-supi

გემრიელად მიირთვით :))

 

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “ცივი საზაფხულო სუპი

  1. :) movamzade am receptit da minda gitxrat kitri saerTod ar mouxda da gemo daukarga, sanam kitrs davamatebdi, metad gemrieli iyo, mgoni cukini an yabayi ufro mouxdeba :)

    1. ჰოო? ალბათ გემოვნების ამბავია, მე პირადად მეტი კიტრი / ნაკლები პომიდორის კომბინაციითაც გამიკეთებია და მასეც მომეწონა. მადლობა რომ გაგვიზიარეთ, სხვასაც გამოადგება თქვენი კომენტარი , ვისაც პომიდვრის გემო უფრო უყვარს :)

  2. სამწუხაროდ ცუდი გამომივიდა… საშინელი გემო ქონდა : არ ვიცი შეიძლება მე არ მომეწონა დედაჩემმა ‘აკროშკას’ გავსო და ნორმალურიაო…

  3. am wams gavakete da dsalian gemrieli gamovida ! ar velodi, mwvane biglarulic davumate da sanam gacivdeba cota isec gavsinje da gemrielia !!! krutonebic ukve mzad makvs da velodebi sabolood rodis gacivdeba chemi supi :) suratze nushi akvs moyrili?

Leave a Reply

Top