თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > ჭვიშტარი მწვანე ხახვით

ჭვიშტარი მწვანე ხახვით

მჭადი კეცზე, მჭადი ზეთში, ჭვიშტარი.. ამოიწურა ჩვენი ფანტაზია, თუ გამომრჩა რამე?
ხანდახან რომ რომელიმე მათგანი გადავაკეთოთ, რა მოხდება ვითომ? არც არაფერი :)

აი, დედაჩემმა გადააკეთა ტრადიციული ჭვიშტარი და ძალიან გემრიელი რამ გამოუვიდა.

ინგრედიენტები:

  • მჭადის ფქვილი – 250-300 გრ
  • გახეხილი ყველი – 100-150 გრ
  • მაიონეზი, რძე ან მაწონი – რამდენიმე სუფრის კოვზი
  • დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 კონა
  • კვერცხი (1 ცალი 250-300 გრამ ფქვილზე)
  • ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ძირა – გემოვნებით
  • შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით
  • თბილი წყალი მოსაზელად

მომზადება:
ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში, ვზელთ მჭადის სისქის ცომს და ვაცხობთ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით :)

mchadi_20130421003web

p.s. ვფიქრობ, მწვანე ხახვის ნაცვლად შეიძლება მწვანე ნივრის ფოთლების გამოყენებაც, ცოტა ნაკლები რაოდენობით.

ასევე საინტერესოა:

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “ჭვიშტარი მწვანე ხახვით

Leave a Reply

Top