თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > შოკოლადის და ჟოლოს ტორტი

შოკოლადის და ჟოლოს ტორტი

2015 წლის პირველი რეცეპტი შოკოლადის და ჟოლოს ტორტია. რადგან პირველია, ვიფიქრე რომ რაიმე განსაკუთრებული და გემრიელი უნდა ყოფილიყო. შოკოლადზე გემრიელი კი აქამდე არაფერი მოუგონიათ :)

chocolate cake

მას შემდეგ, რაც ათასგვარი საჭირო ინსტრუმენტით სავსე ჩემს თბილისურ სამზარეულოს დავემშვიდობე, რთული დესერტებისა და კერძების მომზადებას შევეშვი. აქ ჯერჯერობთ ყველაფერი არ მაქვს რაც მჭირდება და რასაც ვისურვებდი.  ეს ტორტი ჩემს საყვარელ ქმარს გამოვუცხვე დაბადების დღეზე და მთავარი გამოწვევა იყო გამეკეთებინა მიქსერის გარეშე :D  საბოლოოდ, ეს რთულად მისაღწევი სულაც არ აღმოჩნდა.

chocolate raspberry cake

თუ აპირებთ, რომ შემომიერთდეთ, მოიმარაგეთ:

კრემი-განაში:

  • 300 გ შავი შოკოლადი
  • 300 გ ნაღები მაღალ %
  • ვანილი,
  • მწიკვი მარილი

ცომი:

  • 130 გ კარაქი
  • 130 გ შაქარი
  • 170 გ კეფირი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ ფქვილი
  • 40 გ კაკაო (დაახლ. 3 ს.კ)
  • მარილი მწიკვი
  • ½ ჩ.კ სოდა

ჟოლოს ფენა:

  • 250-300 გ ჟოლო (ცოცხალი ან გაყინული) შეიძლება ჩაანაცვლოთ სხვა ნებისმიერი ხილით რაც შოკოლადს უხდება
  • 2 ს.კ შაქარი
  • 160 მლ წყალი
  • 1 ს.კ სახამებელი

განაშისთვის ნაღები გავაცხელოთ და დავასხათ დატეხილ შოკოლადს. რამდენიმე წუთი ვაცალოთ რომ გადნეს, შემდეგ კარგად მოვურიოთ სანამ ერთგვაროვან შოკოლადის კრემოვან მასას არ მივიღებთ. შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია მთელი ღამე.

ხილის ფენისთვის ჟოლოს დავასხათ წყალში გახსნილი სახამებელი და დავამატოთ შაქარი. დავდგათ ცეცხლზე და წამოვდუღოთ  1-2 წთ. რომ შესქელდება გადმოვდგათ და გავაციოთ.  გამოყენებამდე შევინახოთ მაცივარში.

ბისკვიტი: ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, შევურიოთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი და კვლავ ავთქვიფოთ. მე ჩვეულებრივი ხელის სათქვეფი გამოვიყენე. შემდეგ დავამატოთ კეფირი, სოდა და მარილი. ბოლოს დავამატოთ ერთმანეთში შერეული ფქვილი და კაკაო, გაცრილი.

მიღებული ცომით 180 გრადუსზე  უნდა გამოვაცხოთ 2 მომცრო ბისკვიტი (15-18 სმ დიამეტრის) , რომელთაც  შემდეგ კიდევ ორად გავჭრით, ანუ სულ 4 ფირფიტაა. მე მქონდა 1 მოზრდილი მართკუთხა ფორმა, გამოვაცხე 1 ბისკვიტი, რომელიც ჯერ შუაზე ორ ნაწილად გავჭერი, შემდეგ თითოეული სიბრტყეზე 2 ფენად. ანუ მივიღე 4 საშუალო ზომის ფირფიტა.

ბისკვიტს გადავუსვათ კრემის თხელი ფენა. კრემის ნაწილი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და ფირფიტის კიდეებზე შემოვავლოთ კრემის „ღობე“, შიგნით კი გავანაწილოთ ჟოლოს მასა.

_DSC0012

ასე ვიქცევით სამ ფენაზე, ბოლო ფენას უბრალოდ თხლად გადავუსვათ კრემი როგორც ზემოდან, ასევე გვერდებზეც და მოვრთოთ სურვილისამბერ (შოკოლადის ბურბუშელით, კრემით, ხილით).

respberry layer cake

გემრიელად მიირთვით და ახალ რეცეპტებს დაელოდეთ :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top