თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > შოკოლადის საჩუქარი

შოკოლადის საჩუქარი

როგორ ვაქციოთ ერთი ფილა, ჩვეულებრივი შოკოლადი ლამაზ და გემრიელ საჩუქრად?

ძალიან მარტივად. ამისთვის საჭიროა სულ 10-15 წუთი და:

  • 1 ფილა შოკოლადი
  • 1/2 მუჭი ნიგოზი, თხილი, corn flakes (ტკბილი, თაფლიანი) ან სხვა საბავშვო ხრაშუნები
  • 1/2 მუჭი ქიშმიში ან ციტრუსის ცუკატები
  • 1-2 სუფრის კოვზი ნაღები
  • შოკოლადის სილიკონის ფორმა
  • მაცივარი

პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი, ზედ დადგით ემალირებული თასი, ჩაასხით ნაღები და ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი, თან ურიეთ კოვზით (სასურველია სილიკონის კოვზით), არ მიგეწვათ.

როცა მასა ერგვაროვანი გახდება, სწრაფად შეურიეთ წვრილად დაჭრილი ინგრედიენტები (აირჩიეთ გემოვნებით, მე მხოლოდ ქიშმიში და ცუკატები გამოვიყენე, თუმცა ჯობდა თხილიც გამერია), და ცხელი გადაანაწილეთ ფორმებში.

silicone-chocolate-mold-hojas
მე ზუსტად ასეთი ფორმა გამოვიყენე

 

შედგით მაცივარში, საყინულესთან ახლოს. როცა კარგად გაცივდება, გადაიტანეთ თეფშზე, ან ქაღალდის პარკში და მიართვით მეგობარს :)

გემრიელად მიირთვით :)
გემრიელად მიირთვით :)

ასევე იხილეთ: სხვა რეცეპტები შოკოლადით

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

4 thoughts on “შოკოლადის საჩუქარი

  1. nino jananashvili,gxov tu ar shewuxdebi mipasuxe zemot dasmul kitxvaze,nagebze da silikonis formaze rom aris.madloba.

  2. ეს შოკოლადის სილიკონის ფორმები თბილისში სად იყიდება?.. ნაღები რამდენ პროცენტიანი უნდა?.. კატიე, ნინო ჯანანაშვილი გთხოვთ მიპასუხეთ ამ კითხვებზე..

    1. ეს ფორმები ბევრგან იყიდება, ბაზრობაზეც კი, პასაჟში რომ სუნელების გამყიდველია იმასაც აქვს , საკონდიტრო მასალების მაღაზიებშიც იყიდება. ნაღები წესით მაღალპროცენტიანი უნდა , მაგრამ თხელიც გამოდგება

Leave a Reply

Top