თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შოკოლადის ლავა – 15 წუთში მომზადებული ბედნიერება

შოკოლადის ლავა – 15 წუთში მომზადებული ბედნიერება

chocolate lava cake

ასეთ მოკლე დროში ამაზე უკეთესს ვერაფერს მოამზადებთ! ზამთრის უჟმურ, ცივ ამინდებში დღიური ბედნიერების დოზაა.  რეცეპტი ბლოგზე რა ხანია გვიდევს, ამიტომ აღარ გავიმეორებ, პირდაპირ ამ ბმულს ეწვიეთ. აქ უბრალოდ ფოტოებით ჩაგაბარებთ ანგარიშს :)

ყველაფერი დაიწყო ასე…

სპეციალურად შოკოლადის ამ ნამცხვრისთვის ნაყიდ კერამიკის ფორმებს წავუსვი კარაქი და მოვაფრქვიე კაკაო. კვერცხი, შაქარი, კარაქი, შოკოლადი და ფქვილი შევურიე ერთმანეთს. ჩავასხი ფორმებში

lava-cake-1024x989

ყველას ერთად არ ვაცხობ ხოლმე, მხოლოდ იმდენს, რამდენის მირთმევასაც იმ მომენტში ვგეგმავთ. დანარჩენს მაცივარში ვინახავ. მშვენივრად ძლებს რამდენიმე დღე. გაყინვაც შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ ცხობის დროის რეგულირება ასეთ დროს.

fondant

საკმაოდ მსუყე დესერტია, ამიტომ ხილი, განსაკუთრებით ჟოლო და მარწვი (თუნდაც გაყინული) ძალიან უხდება – ამსუბუქებს.

ნაყინი ზედ აკვდება – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!

lava cake1

Life is short, eat dessert first!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “შოკოლადის ლავა – 15 წუთში მომზადებული ბედნიერება

Leave a Reply

Top