თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > შოკოლადის ეკლერები

შოკოლადის ეკლერები

ეკლერებზე უკვე ბევრი ვწერეთ და ქებათა ქებაც მივუძღვენით.  თუმცა ამჯერად შოკოლადის ეკლერებზე გვინდა ვისაუბროთ. ფოტოდანაც ხომ გრძნობთ რა გემრიელია და  როგორ აღიზიანებს რეცეპტორებს?

eclairs

 

ეკლერის საბაზო რეცეპტის ხილვა ამ ბმულზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ. ცომი მზადდება ზუსტად იგივენაირად. რაც შეეხება კრემს, აქ თვენი ფანტაზია თავისუფალია, რომელი  შოკოლადის კრემიც გიყვართ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ჩემი ვერსია ასეთია:

  • 150-200 გრამი მოხარშული კრემი, კარაქთან ერთად ათქვეფილი (რეცეპტი ზემოთ მითითებულ ბმულზე დევს)
  • 70-80 გ შავი შოკოლადი
  • 150-200 გ ნაღები
  • 2-3 ს.კ ვისკი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი

შავ შოკოლადს ვადნობ ცხელ ნაღებში, კარგად ვურევ, ვაგრილებ, ვამატებ წისკის, ვანილს, მარილს და ვაცივებ მაცივარში. შემდეგ ერთად კარგად ვთქვეფ ნაღებს და ოთახის ტემპერატურის მზა მოხარშულ კრემს. მიღებული ფუმფულა კრემი მზადაა გამოსაყენებლად.

ზემოდან წასასმელად ისევ ცხელ ნაღებში ვადნობ შოკოლადს. თუ ნაღები დაბალპროცენტიანია, შოკოლადი ცოტა მეტი უნდა დავამატოთ, ან ნაღების რაოდენობა შევამციროთ, ძალიან თხელი რომ არ იყოს. ცხელშივე ვამატებ კარაქს  (ზოგჯერ) და კარგად ვურევ. ვაგრილებ ოთახის ტემპერატურაზე, ისე რომ გახდეს ბლანტი და არა თხელი ან ძალიან სქელი. თუ ძალიან გასქელდა, არათანაბრად და ულამაზოდ დაჯდება, თუ თხელია, მთლიანად  ჩამოიღვენთება და ისევ ულამაზოდ დააჩნდება.

დაახლოებით:

60-70 გ შავი შოკოლადი

100-120 გ ნაღები

1 ჩ.კ კარაქი

შეიძლება 1 კოვზი კაკაოს დამატებაც

მინანქარი ეკლერს კი არ უნდა მოვასხათ, არამედ ეკლერი ამოვავლოთ თავდაღმა, საშუალო სიღრმის ჭურჭელში ჩასხმულ შოკოლადში.

მერწმუნეთ, უგემრიელესია!

 

Funny-Quote-I-wont-be-impressed-with-technology-until-I-can-download-food

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “შოკოლადის ეკლერები

  1. Gedeone, ono je to velmi jednoduché. My jsme se zavázali k tomu, že se pokusíme ratifikovat Lisabonskou smlouvu. Nezavázali jsme se k tomu, že ji budeme ratifikovat, pouze pokud ji přijmou všichni a nebo, že zastavíme tento proces pokud někdo řekne ne, o něčem takovém opravdu v celém dokumentu není ani slovo. Vždyť jde o náš názor na Lisabonský projekt a ne o názor Dublinu.

Leave a Reply

Top