თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > Chocolate chip cookies – ამერიკელების საყვარელი ნამცხვარი

Chocolate chip cookies – ამერიკელების საყვარელი ნამცხვარი

თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ Chocolate chip cookies – ნამცხვარი შოკოლადის წვეთებით , დარწმუნებული ვარ ძალიან მოგწონებიათ. ერთდროულად ხრაშუნა და ნაზი,  თუმცა ძალიან კალორიული. ამ აზრს უნდა შევეგუოთ: ასეთი გემრიელი სასუსნავები ყოველთვის ძალიან კალორიულია :(

choco chip

 

260 გ ფქვილი

½ ჩ.კ მარილი

1 ჩ.კ სოდა

200 გ დარბილებული კარაქი (მარგარინი)

200 გ ყავისფერი შაქარი

100 გ თეთრი შაქარი

2 დიდი კვერცხი

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ან 1 პაკეტი ვანილი)

125  გ შავი ან რძიანი შოკოლადის ბურბუშელა (chips) (ან ჩვეულებრივი შოკოლადის ფილა, წვრილ ნატეხებად დაჭრილი)

 

თუ ყავისფერი შაქარი არ გვაქვს, მთლიანად თეთრი გამოვიყენოთ. თუ ძალიან ტკბილი არ გვინდა, შეგვიძია მოვაკლოთ 20-30 გრამი

ღუმელი გავახუროთ 190 გრადუსამდე.

ავთქვიფოთ მიქსერით კარაქი და ორივე სახეობის შაქარი. მიქსერითვე შევათქვიფოთ კვერცხები. დავამატოთ ვანილი და მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სოდა, მარილი.

ბოლოს შევურიოთ შოკოლადის ნატეხები ან ბურბუშელა , კოვზით კარგად ავურიოთ.

საცხობ ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ერთმანეთისგან დაშორებით დავალაგოთ გოლფის ბურთის ხელა ცომის გუნდები. ვაცხობთ 10-15 წუთი, სანამ ოდნავ შეწითლდება. ტაფაზევე ვაცივებთ 5 წუთი და შემდეგ ნიჩბის დახმარებით ფრთხილად ვიღებთ ქაღალდიდან საბოლოოდ გასაცივებლად.

გაამოთ :)

 

cookies

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “Chocolate chip cookies – ამერიკელების საყვარელი ნამცხვარი

  1. ნინო, შოკოლადის ბურბუშელა (chips) სად იყიდება?… როგორებია?,პატარა თხელი მონეტები რომ არის წონის ეგ ხომ არააა?. მადლობა.

    1. სუპერმარკეტებში არის ხოლმე და სპეციალიზირებულ საკონდიტრო მაღაზიებში, წვრილი ბურთულების ან წვეთების ფორმა აქვს, აი ასეთი https://www.google.com/search?q=chocolate+chips&hl=en&rlz=1G1SVECCENFR419&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=Hsa5UbaqCcarhQeHtICgBw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1241&bih=545

  2. შეგიძლიათ მიპასუხოთ , დაახლოებით რამდენ ულუფაზეა გათვლილი ?

Leave a Reply

Top