თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > სააღდგომო ჩიტის ბუდე

სააღდგომო ჩიტის ბუდე

ვფიქრობ, სახალისო იდეა :)   ჩემს შვილებს ძალიან მოეწონათ მზადებისა და დაგემოვნების პროცესიც,  განსაკუთრებით ბუდეებიდან კვერცხების მოპარვა ;)

 citis bude

ტარტალეტკის ცომისთვის:

150 გ კარაქი /მარგარინი

3 კვერცხის გული

50 გ შაქარი

280-300 გ ფქვილი

2 ჩ.კ კაკაო

მწიკვი მარილი

 

კრემი: 3 კვერცხის ცილა, 120-150 გ შაქარი

 

ფორთოხლის, შინდის ან ჟოლოს ან სხვა სასურველი ჯემი

შოკოლადის მინი კვერცხები, თითოეული  ტარტალეტკისთვის  2-3 ცალი, ზომის მიხედვით

 

ფქვილი , მარილი, შაქარი და კაკაო ავურიოთ ერთმანეთში. თუ თეთრი ტარტალეტკები გვინდა, კაკაოს ნუ დავამატებთ.

დავამატოთ დარბილებული კარაქი და ხელით კარგად ავსრისოთ. ბოლოს შევურიოთ კვერცხის გულები.

შეგვიძლია ეს ყველაფერი ფუდ პროცესორში ან ბლენდერში გავაკეთოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში კარაქი ცივი უნდა იყოს.

გავანაწილოთ ფორმებში და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მაცივარში გავაციოთ დაახლოებით 20-30 წუთი და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.

 

კრემი: ბეზეს დავამატოთ ცოტა მარილი, ჭურჭელი დავდგათ   ორთქლის აბაზანაზე და დავიწყოთ თქვეფა. (ცეცხლი უნდა იყოს დაბალი, რათა წყალი უნდა იყოს დუღილის ზღვარზე) როცა  ცილა ღრუბლის კონსისტენციას მიიღებს, ვიწყებთ შაქრის დამატებას ნაწილ-ნაწილ, 3 ეტაპად , თქვეფის შეუჩერებლად. საბოლოოდ უნდა მივიღოთ მყარი, მდგრადი, პრიალა მასა.

გაცივებულ ცომის კალათებში გავანაწილოთ თითო ჩაის კოვზი ჯემი, ბეზე გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,  სასურველი ფიგურული პირით. ჯემის ზემოდან დავადოთ ბეზეს თხელი ფენა, შემდეგ კი გარშემო ბუდესავით ავუმაღლოთ ნაპირები. ამ ბუდეში ჩავალაგოთ 2-3 კვერცხი

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top