თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > ჩინებული სტუმრობა გორში

ჩინებული სტუმრობა გორში

რამდენიმე კვირის წინ მოწვევა მივიღეთ – გორში ახალი პატარა რესტორანი ჩინებული იხსნებოდა.

საინტერესო ის იყო, რომ ორგანიზატორმა უბრალოდ რატატუის ავტორების დაპატიჟება გადაწყვიტა და როცა საიტზე შემოვიდა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს :)

ჰოდა ასე აღმოვჩნდით მე და ნანუკა “შიგ გორში”, სტალინის სახლმუზეუმთან. სანამ რესტორანი ოფიციალურად გაიხსნებოდა და ყველა დროულად მოსული თუ დაგვიანებული სტუმარი შეიკრიბებოდა, რაღა დაგიმალოთ და გავიყინეთ, თბილისსა და გორს შორის  ამინდში სხვაობა ვერ გავთვალეთ და სტუმრების ლოდინში ქარმა გვერდები კაარგად გაგვიგრილა. ამ დროს, წითელ ლენტს შიგნით კარგად ჩანდა სითბო, სინათლე, სიმყუდროვე და გემრიელობები.

ბოლოს, როგორც იქნა, მაშხალები აინთო, ლენტი გაიჭრა და შევედით <3

სანამ სუფრა ხელუხლებელი იყო, რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოვასწარი, შემდეგ უკვე ამისთვის აღარავის ეცალა. გემრიელ კერძებთან ერთად, უნიკალური კონიაკიც თამამად ვაგემოვნეთ (თუმცა ეს კონიაკი მგონი ექსლუზიურად გახსნის დღისთვის იყო განკუთვნილი, ვერ შეგპირდებით, რომ სულ დაგხვდებათ), ვიმღერეთ და ვიცეკვეთ ჯეოსტარელებთან ერთად, ტორტი გავჭერით, მადლობები გადავიხადეთ, გორი-თბილისის გზაზე “მარშრუტკაში” მოვუსმინეთ ყველანაირ მუსიკას, ნინო ჩხეიძიდან Empire of the Sun -ის ჩათვლით და საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით თბილისში სახალისო საღამოს შემდეგ.

ახლა ვიცი, სად უნდა წავიყვანო ან გავუშვა ჩემი უცხოელი (და არა მხოლოდ) სტუმრები, რომლებიც გორის, სტალინის მუზეუმის ან შემოგარენისა და დევნილთა ჩასახლებების დათვალიერებით არიან დაინტერესებული. “ჩინებული” ნამდვილად არ შეგარცხვენთ და ჩინებულად გაგიმასპინძლდებათ :)

შეფასება

სამზარეულო: ქართული. ყველაფერი გემრიელი (მხოლოდ სოკოს სალათი ეჩვეულებრივა ჩემს თანამესუფრეს. მე პირადად, მომეწონა)

ფასები: სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ, გამომდინარე იქედან, რომ გახსნის დღეს ვსტუმრობდით

სერვისი: კარგი

მუსიკა: გემოვნებიანი (დასვენების დღეებში – ცოცხალი შესრულებით) და არა ტაშ-ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამ

ინტერიერი: მყუდრო, ნათელი, გემოვნებიანი

ძალიან გემრიელი მეგრული ხაჭაპური - მერე რა, რომ ქართლში ვართ :) where to go in gori, where to eatm restaurants in gorgi, stalin museum, georgia, travel, cheesebread, khachapuri
ძალიან გემრიელი მეგრული ხაჭაპური – მერე რა, რომ ქართლში ვართ :)
თევზი, რომელიც დავიტაცეთ და შემდეგ დაგვიანებული სტუმრების მაგიდიდანაც მივითვისეთ :D where to go in gori, where to eatm restaurants in gorgi, stalin museum, georgia, travel, cheese, salads
თევზი, რომელიც დავიტაცეთ და შემდეგ დაგვიანებული სტუმრების მაგიდიდანაც მივითვისეთ :D
gori_chinebuli_restaurant2, გორი, ჩინებული, რესტორანი, ღვინო, წინანდალი, ხაჭაპური, khachapuri, eheretogo in gori, tbilisi, georgia, stalin museum, shida kartli
ე.წ. “ცივები” და ა.შ. სანამ ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო :D
gori_chinebuli_restaurant4, მწვადი, shashlik, gori, chinebuli, restaurant, stalin museum, shida kartli, georgia, wheretogo wheretoeat
მმმმწვადი <3

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top