თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ჩილი კონ კარნე

ჩილი კონ კარნე

ჩილი კონ კარნე იგივე ჩილი ხორცით ძალიან ნოყიერი, ცხარე და გემრიელი კერძია. მართალია მას მექსიკური ფესვები აქვს, მაგრამ ტეხასის შტატის კულინარიულ სიამაყედ ითვლება. კერძის შემადგენლობა შეიძლება განსხვავებული იყოს მზარეულისა თუ რეგიონის მიხედვით, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები – საქონლის ხორცი, ჩილი წიწაკა, ლობიო და პამიდორი უცვლელი რჩება.

chilli

500 გ საქონლის ფარში

2 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

1 ს.კ. ტომატ-პასტა+ ცოტა წყალი

150 მლ  წითელი ღვინო

1 ჭიქა (150-200 მლ) გახეხილი პამიდორი ან დაკონსერვებული, თავისივე წვენში

2.5 ჭიქა მოხარშული წითელი ლობიო

½ ჩ.კ. დარიჩინი

½ ჩ.კ ხმელი ქინძი, დაფქული

1 ჩ.კ. ორეგანო (ან ქონდარი, თუ კი არ გაქვთ)

1 ჩ.კ.. დაფქული ჩილი წიწაკა, მწარე

1 სტაფილო

1 წითელი ბულგარული წიწაკა

1 ნედლი წითელი ჩილი

შავი პილპილი

მარილი

დაფნის ფოთოლი

ნედლი ქინძი

 

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ სქელძირიან ქვაბში. დავამატოთ ხორცის ფარში და ხის კოვზით ვურიოთ, დავანაწევროთ ფარში. როცა ფერს შეიცვლის, დავასხათ ღვინო,ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ისევ კარგად ამოვურიოთ ხის კოვზით.

ხორცი ჯერ ღვინოში ვხარშოთ, სითხე რომ დაიკლებს, დავამატოთ დარიჩინი, ორეგანო, ჩილი, ქინძი და კარგად ამოვურიოთ. რამდენიმე წუთში, ჩავამატოთ  ცოტა წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, გახეხილი პამიდორი და წვრილად დაჭრილი სტაფილო. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სტაფილო რომ ცოტა დარბილდება, დაჭრილი ბულგარული და ჩილი წიწაკა დავამატოთ.

ბოლო ეტაპზე ვამატებთ მოხარშულ ლობიოს. წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ, შევაგემოთ მარილით, პილპილით და ნედლი ქინძით.

გარნირად უნდა მოვუმზადოთ ბრინჯი მასმატი, ან სხვადასხვა სახეობის ბრინჯის მიქსი, როგორც ფოტოზეა.

რადგან ჩილი კონ კარნე მეტისმეტად ცხარე კერძია, შეგვიძლია მის გასანეიტრალებლად თეფშზე ამოღების შემდეგ 1 კოვზი არაჟანიც დავამატოთ. რასაკვირველია, ჩილის დოზების შემცირებაც შეგვიძლია სურვილის და გემოვნების მიხედვით

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top