თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ქათმის ხორცი ბოსტნეულით

ქათმის ხორცი ბოსტნეულით

როცა სამსახურში კაფეტერია შვებულებაში გადის, წესით, ისღა დამრჩენია, თავად მოვიმზადო მეორე დღისთვის საუზმეც, სადილიც და ხანდახან ვახშამიც :D თუმცა, რამდენად ვახერხებ ამას – ეს უკვე ცალკე საკითხია.

ამიტომ, ჩემი სამსახურის მენიუ ძირითადად რძის პროდუქტებითა და ხილით შემოიფარგლება, მაგრამ ხორცისადმი ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულების მიუხედავად, ხანდახან ესეც საჭიროა. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, მაცივარში შემორჩენილი ცოტა ბოსტნეულისა და ქათმის ხორცით სახელდახელო კერძი მოვიმზადე (სახელდახელო მხოლოდ იმიტომ, რომ ქათმის შეწვაზე ჩემს მისვლამდე დედამ იზრუნა).

ინგრედიენტები 1 პორციისათვის:

  • 1 ნაჭერი ქათმის ხორცი (შემწვარი, ან მოხარშული)
  • 1 ცალი პატარა წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა)
  • 1 ტოტი ბროკოლი
  • 1 პატარა პომიდორი
  • 3-4 ცალი სოკო
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, ხმელი ორეგანო (1/2 ჩაის კოვზი)
  • ცოტა ზეთი მოსაშუშად
  • წითელი წიწაკა (გემოვნებით)

მომზადება:

დიდ ნაჭრებად დაჭერით ხახვი, სოკო, წიწაკა და ბროკოლი. დააწყვეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და თავდახურულში შუშეთ ცოტა ხანს, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ ქათმის პატარა ნაჭრები (უმჯობესია დაჭრის ნაცვლად ხელით დაანაწევროთ, სიგრძივად), სულ ბოლოს კი კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი, მარილი და ორეგანო. რამდენიმე წუთიც აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ისე – ცივად. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოსტნეული იყოს ნახევრადმოშუშული, ასე უფრო ჯანმრთელია და სასარგებლო. ჩემი აზრით – გემრიელიც.

შენიშვნა: ბოსტნეულს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილოც. ამ შემთხვევაში, ორეგანოს ნაცვლად შეგიძლიათ ქარის ინდური სანელებელი (curry) გამოიყენოთ. ქათმის ხორცსაც უხდება და სტაფილოსაც :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top