თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ქათმის ნაგეთსი [+Video]

ქათმის ნაგეთსი [+Video]

ქათმის ნაგეთსი ძალიან პოპულარულია ფასტ-ფუდ-რესტორნებში, ასევე ლუდის ბარებსა და ფაბებში. ნოყიერი და გემრიელი მისაყოლებელია, თან ძალიან მოსახერხებელი.

რატომაც არ შეიძლება ნაგეთსი სახლში გავაკეთოთ? თან, შეგვიძლია როგორც ზეთში შევბრაწოთ, ან უფრო ნაკლებკალორიული და ჯანსაღი ვერსია – ღუმელში გამოვაცხოთ.

chicken_nugget

ამჯერად ჩვენ ზუსტად ეს მეორე, ღუმელის ვერსია გვაქვს. თუ თქვენ ზეთიანი გირჩევნიათ, ღუმელი ძალიან მარტივად ჩაანაცვლეთ ტაფით, ოღონდ გაითვალისწინეთ: ზეთი საკმაოდ ბევრი უნდა იყოს, ტაფა კი ისეთი, რომელიც არ იწვავს.

რა დაგვჭირდება:

400 გ ქათმის ფილე

მარილი და პილპილი

1-2 კვერცხი

ლიმონის წვენი

საფანელი (დაფქული გამხმარი პური, “სუხარი”)

2-3 სუფრის კოვზი ფქვილი

ზეთი (თუ ტაფაში გაკეთებას გადაწყვეტთ)

როგორ ვამზადებთ:

ქათმის ფილეს ჭრით საშუალო ნაჭრებად, ასხამთ ლიმონის წვენი და ასე ტოვებთ 30 წუთი (ან მეტი, მაცივარში). შემდეგ ქათმის ნაჭრებს აყრით მარილს და პილპილს. ავლებთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში.

სათითაოდ აწყობთ ქაღალდდაფენილ ღუმელის ტაფაში და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი. ტაფის ვერსიაზე, უკვე გითხარით: საშუალო ცეცხლზე, ბევრ ზეთში.

სოუსად შეგიძლიათ მიაყოლოთ საშუალო სიცხარის კეტჩუპი, ან მდნარი ყველის სოუსი, ან რაც თქვენს გემოვნებას მოეხასიათება ;)

ვიდეორეცეპტის სპონსორია ლუდი კაიზერი – ცოცხალი ბავარიული ლეგენდა

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “ქათმის ნაგეთსი [+Video]

  1. Exceptional post however , I was wanting to know if you could write a litte more on this
    topic? I’d be very thankful if you could elaborate a little bit
    further. Kudos!

    1. With havin so much content and articles do you ever run into any issues
      of plagorism or copyright infringement? My site has a lot of
      exclusive content I’ve either authored myself or outsourced but it appears a lot
      of it is popping it up all over the web without
      my authorization. Do you know any ways to help prevent
      content from being ripped off? I’d definitely appreciate it.

Leave a Reply

Top