თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ჩებურეკი

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს… შაურმა. ასეთი “წიკებიანი”  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. “street food”-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება.

ამგვარად,  დღევანდელი პოსტის თემა ყირიმელი თათრების საყვარელი კერძი – ჩებურეკია. გარედან ხრაშუნა, წვრილი ბუშტუკებით დაფარული, ოქროსფრად დაბრაწული კანი, შიგნით ცომი თითქოს მოხარშულია, ხორცი წვნიანი და არომატული…თუ ძალიან გშია, რამდენიმეს ისე შეჭამ, არც დაფიქრდები, მერე, შეიძლება, სინდისმაც კი შეგაწუხოს მილიონი კალორიის გამო, მაგრამ მერწმუნეთ რამდენიმე ჩებურეკი სპორტდარბაზში თავის გაწირვად ღირს! : D

ჩებურეკი

ცომი:

1 კგ ფქვილი

600-650 მლ ცხელი წყალი

1 სკ მარილი

1 ს.კ შაქარი

1 კვერცხი

შიგთავსი:

600 გ ფარში (დაახლოებით)

1 დიდი თავი ხახვი

რამდენიმე ღერი ოხრახუში

მარილი, წიწაკა

წყალი გასათხელებლად

ასევე: ზეთი შესაწვავად.

chebureki3

თავდაპირველად ფარში მოამზადეთ. შეარჩიეთ შედარებით ცხიმიანი საქონლის, ბატკნის ან შერეული ფარში. მე გამოვიყენე 15% ცხიმიანობის საქონლის ფარში, რადგან უფრო ცხიმიანი არ მიყვარს. ფარშს დაამატეთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, მარილი, წიწაკა (ცოტა ცხარე უნდა იყოს). კარგად აურიეთ და გაათხელეთ ცოტაოდენი წყლით. ასე ჩებურეკი უფრო წვნიანი გამოვა.

ცომის მოსაზელად საჭიროა ძალიან ცხელი, თითქმის დუღილამდე მისული წყალი. ფქვილი ჩაყარეთ ღრმა ჯამში. დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი ცალკე გადმოიღეთ რომ ცოტა შეგრილდეს. ამ წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი და ჩანგლით ათქვიფეთ. ჩაასხით ფქვილის შუაგულში და ფრთხილად მოურიეთ კოვზით, ისე რომ ცოტაოდენი ფქვილი შეერიოს. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ცხელი წყალი და განაგრძეთ ხის კოვზით მორევა. როცა ცომი ცოტა შეგრილდება, ისე რომ ხელის შეხება დისკომფორტს არ იწვევდეს, ზელვა ხელით განაგრძეთ. ან , თუ შესაბამისი მიქსერი გაქვთ, შეგიძლიათ ცომი თავიდანვე მისი დახმარებით მოზილოთ. საბოლოოდ ელასტიური, რბილი, სასიამოვნო სამუშაო ცომს მიიღებთ. ცომი გაყავით დაახლოებით 90-100 გრამიან გუნდებად, რომ არ გაუხმეს ზედაპირი, შეგიძლიათ თავზე გადააფაროთ. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 3 მმ-ზე დაახლოებით, ერთ მხარეს დაადეთ 1-2 კოვზი ფარში, გადმოაფარეთ მეორე ნაწილი ცომი და ნაპირები კარგად დაუფიქსირეთ. შეგიძლიათ ამისთვის ჩანგლის კბილები გამოიყენოთ.

Cebureki1

სანამ ჩებურეკებს ამზადებთ, წინასწარ ტაფაში, ფართო ქვაბში ან ფრიტიურში ბლომად ზეთი გააცხელეთ, საშუალო ტემპერატურაზე. თუ ტაფაში ან ქვაბში აკეთებთ, ზეთი მინიმუმ იმდენი უნდა იყოს, რომ ჩებურეკებს თითქმის ფარავდეს, პერიოდულად ტაფა ატრიალეთ, ისე რომ მდუღარე ზეთი ჩებურეკს ზემოდანაც ევლებოდეს.  შეწვით ორივე მხრიდან, სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. გადმოიღეთ ქაღალდის საფენზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად, ცოტა შეაგრილეთ და გემრიელად მიირთვით!

P.S. რიგ რეცეპტებში, ცომში ამატებენ 1-2 ს.კ არაყს. არ ვიცი არაყი კონკრეტულად რა ფუნქციას ასრულებს, თუმცა მე არ მქონდა და არ დამიმატებია.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “ჩებურეკი

  1. Ikke vanskelig å hente MAC-Adressen og spore aktiviteten til MAC-Addressen, og finne ut kor du ofte finner den personen.Så lenge du bruker din egen te/oPon/ifadllaptep etc kan du fortsatt veldig enkelt spores. Du er ikke så anonym som du tror selvom du sitter på burger king.

  2. Ohhh Vera!!Deine Torte sieht soo soo lecker aus! Hast du da vllt noch ein richtiges Rezept (also mit Anleitung, was ich wann machen muss)? Ich überlege, einer Freundin zum Geburtstag auch so eine Torte zu machen, trau mich aber nicht so ganz :DSeifenblasen <3 Hatte ich schon ewig nicht mehr :) Und ich mag die Vanilla Coke lieber ;)Liebe Grüße <3Via

  3. I vaguely recall going on holiday. It was many, many moons ago, and I can no longer remember the details. It may well have been my and my now ex's honeymoon, which I believe had something to do with Connemara, beer and traditional music.Whatever you do on your hols, be gentle with any Russian boxers you encounter on the way. They are such sensitive souls.

  4. I think this team was better than given credit for. Their 65-17 record is tied for second best in team history. Only the 1971-72 team had a better regular season record. That team was also deep. They had a whole second team that came in and completely changed the tempo. Lastly, I agree with Jodial about this team running the Triangle. Off all Phil’s teams this team may have run it the best due to Gasol’s supreme passing skills.

Leave a Reply

Top