თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ჩაშუშული სოკო კარტოფილით

ჩაშუშული სოკო კარტოფილით

ხახვი ალყა–ალყა დავჭრათ და ქვაბში მოვახილინჯოთ (c) პაპაჩემი

ეს ისე ხუმრობით ;) სერიოზულად კი ხახვი დავჭრათ მსხვილ, ნახევარმთვარისებრ ნაჭრებად და მოვშუშოთ ზეთში, შეწითლების შემდეგ ჩავყაროთ სოკო და 10 წუთი ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ რომ არ მიიწვას. როდესაც სოკო მზად იქნება დავამატოთ წინასწარ მოხარშული, პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, გავაგრძელოთ მოშუშვა 3-4 წუთი. ბოლოს შევკმაზოთ ქინძით, მარილით და პილპილით გემოვნებით.

რა გამოვიყენე:
• სოკო – 500 გრ
• კარტოფილი – 300 გრ
• ხახვი – 2 დიდი თავი
• ქინძი – 1 კონა
• მცენარეული ზეთი – 2 სუფრის კოვზი
• მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top