ჭარხლის სალათი ობიანი ყველით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ჭარხლის სალათი ობიანი ყველით

ჭარხლის სალათი ობიანი ყველით

ამდენი ტკბილეულის რეცეპტის შემდეგ ბოსტნეულის დროა ნამდვილად . ამჯერად ჭარხლის სალათი მოვამზადე, ობიანი ყველითა და ნიგვზებით.  ფოტო საღამოსაა გადაღებული და  განათების გამო  ფერები რაღაც ცუდად  გამოვიდა :( მწვანილი თითქოს გაყვითლებულია.რადგან ამ კერძის სხვა ფოტო არ მაქვს, ისევ ეს იყოს…

პაასკევი მძიმე დღე მაქვს და ცოტა არ იყოს, დაღლილი ვარ, ამიტომ პირდაპირ რეცეპტზე გადავალ

 

1 საშუალო ზომის მოხარშული ჭარხალი

1 ნაჭერი ობიანი (ლურჯი)  ყველი

2 ს.კ ნიგოზი, მსხვილად დაჭრილი

წიტელი წიწაკა

ქინძის ფოთლები

1ს.კ ნიგვზის ზეთი (თუ არ გაქვთ, ზეითუნით შეცვალეთ)

1 ს.კ ძმარი ბალზამიკო, შავი

მარილი გემოვნებით

მოხარშული ჭარხალი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. მოვაყაროთ თხლად დათლილი ყველის ფირფიტები, დაჭრილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი.

მოვასხათ ზეთისა და ძმრის ნარევი და მოვაყაროთ ქინძის ფოთლები

სასურველია მივირთვათ მაშინვე

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top