თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ჭარხლის სალათი

ჭარხლის სალათი

ამ კვირის პირველი რეცეპტი ვიტამინებით სავსე, ხასხასა და გემრიელი სალათაა უმი ბოსტნეულით.  მოამზადეთ – თქვენი ორგანიზმი მადლობას აუცილებლად გადაგიხდით :)

 

_DSC0007 copy

 

 

3 საშუალო ჭარხალი

2 სტაფილო

1 მუჭა დაჭრილი ნიგოზი

1 კონა ქინძი

მარილი

პილპილი

ზეითუნის ზეთი

 

გავხეხოთ უმი ჭარხალი და მოვასხათ 1 ს.კ ზეთი, ავურიოთ. ასე მისი ფერი ნაკლებად გადავა სხვა ინგრედიენტებზე. დავამატოთ გახეხილი სტაფილოც, შემდეგ ნიგოზი და დაჭრილი ქინძი. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი.  კარგად გადავურიოთ და სალათი მზადაა.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top