თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ხბოს ხორცის ჩაქაფული

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ვინაიდან ჩვენს ბლოგზე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტრადიციული კერძების სიმცირე შეინიშნება, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ინგლისური პოსტი ჩაქაფულის შესახებ ქართულ ენაზეც მეთარგმნა ;)

ფოტოები ძველია და გადაღებულია ტელეფონით :)

 

რა დაგჭირდებათ: 

ხბოს ხორცი – 1 კგ

თეთრი ღვინო – 200 გრ

ტარხუნა – 200 გრ

მწვანე ხახვი – 2-3 კონა

ქინძი – 200 გრ

ტყემალი – 100 გრ

მარილი/პილპილი გემოვნებით 

მივყვეთ ფოტოებს 

1. დაჭერით ხბოს ხორცი პატარა ნაჭრებად

2. ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ქვაბში და დაასხით ღვინო, წყალი არ არის საჭირო ხორცი ღვინოში და თავისივე წვენში ჩატკბება.

დატოვეთ ნელ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.

3. როგორც კი ხორცი მოიხარშება, დააყარეთ წინასწარ დაჭრილი ტარხუნა, ქინძი, მწვანე ხახვი და  თოთო ტყემალი, ორიოდე წუთი დატოვეთ თავდახურული და ცეცხლიდან გადმოდგით.

გ ა ა მ ო თ 

chakafuli

 

პოსტის ინგლისური ვერსია – Chakapuli – Veal with Tarragon

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

2 thoughts on “ხბოს ხორცის ჩაქაფული

  1. My spouse and I stumbled over here coming from a different web page and thought I might as well
    check things out. I like what I see so now i’m following you.
    Look forward to going over your web page yet again.

Leave a Reply

Top