Uncategorized Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

კვახის სუპი ჯანჯაფილით

სულ მინდოდა ისეთი კვახის სუპი გამეკეთებინა, გერმანიაში რომ აკეთებენ. ქეთიმ რეცეპტი გამომიგზავნა და გამომივიდა. ვუალა! რა მარტივი ყოფილა. თან იაფი. მოკლედ, დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები ვოსაც გიყვართ, სცადეთ. მართლა ადვილია. ოღონდ კარგი ჭიქა-ბლენდერია საჭირო. დაგჭირდებათ: კვახი, ანუ გოგრა - 1 კგ სტაფილო - 3 ც ხახვი - 1 საშუალო ნიორი - 2 კბილი ზეთი - 2 კოვზი ჯანჯაფილის

საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით

სათაურში ყველაფერი წერია და მეტი როგორღა აღვწერო რეცეპტი, ვფიქრობ. ალბათ უბრალოდ უნდა დაგარწმუნოთ, რომ გასინჯოთ. თუ ნესვი მარილით გიყვართ, ეს სალათიც აუცილებლად მოგეწონებათ. ჭრი ნესვს და საზამთროს პატარა კუბიკებად, აყრი მარილს და აფრქვევ გამხმარ ბაზილიკს. სულ ესაა. ვინც სკეპტიკურად უყურებთ, გაგახსენებთ, რომ პომიდორიც ბოსტანში იზრდება, იქვე საზამთროსა და ნესვის გვერდით და აუცილებლად ხილი

სად არ უნდა ჭამოთ: Sake Sushi Bar

მელნიკოვას ბინძური დუქნის ისტორია ალბათ ყველას გახსოვთ. ამჯერად ბინძურზე არა, მაგრამ ცუდ მომსახურებაზე ისევ უნდა მოგახსენოთ. ამასწინათ თანამშრომლებმა ლანჩზე პეროს გაშრიალება და სუშიზე სადმე გადარბენა გადავწყვიტეთ. შესვენებაზე დიდი დროის დახარჯვა არავის უნდა და ჩვენც გადავწყვიტეთ წინასწარ ტელეფონით შეგვეკვეთა და დრო დაგვეზოგა. რა გასაკვირია, რომ სუშის რესტორნების უმეტესობას საიტსა თუ ფეისბუქზე ლანჩის შემოთავაზებები

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

გამოკითხვა: სად რას ვყიდულობთ?

რატატუის ერთგულ მკითხველსა და გულშემატკივარს, ვთხოვთ მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში, რომელიც დაგვეხმარება დავადგინოთ, რა კრიტერიუმით ირჩევს მყიდველი საკვებ პროდუქტებს, რატომ ანიჭებს უპირატესობას ბაზარში ვაჭრობას, ან რა არის მისი ძირითადი მოტივაცია, როცა სუპერმარკეტში ბევრად ძვირად ყიდულობს იგივეს. გამოკითხვა სრულიად ანონიმურია. კითხვებზე პასუხის გასაცემად 5 წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ. მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის :) Loading...

Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის

სუში რუმი ჯერჯერობით ერთადერთია თბილისში არსებულ იაპონურ რესტორანთა შორის, რომელსაც TripAdvisor-ზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თრიფედვაიზორზე რეიტინგის დამსახურება კი, მოგეხსენებათ მარტივი არ არის. ერთი შეცდომა და ტურისტი სამუდამოდ დაგიტოვებს ცუდ შეფასებას, რომელსაც გუგლიდან ვერ ამოშლი :) ერთ დღესაც ავდექით და სუში რუმს, მოსაშვილზე საფუძვლიანად, დიდი ხნით და ფოტოაპარატით შეიარაღებულები ვესტუმრეთ (თანაც,

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა - ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია. თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა - ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას "შემოფეთებულ" ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს - აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და

როგორ გამოიყურება ის, სანამ სამზარეულოში მოხვდება

გაინტერესებთ, როგორ გამოყურება უამრავი გემრიელი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად სამზარეულოში ვიყენებთ? იცოდით, როგორ იზრდება ყავა და ანანასი?   ვანილი სეზამი ზაფრანი (შაფრანი) ფსტა (ფისტაშკა) ანანასი (!!!) მიწის თხილი მანგო კივი ყავა <3 კაკაო დარიჩინი ქეშიუ ბრიუსელის კომბოსტო შავი პილპილი ბანანი ნუში წყარო

ხაჭაჭა – პიტნიან ყველში შებრაწული ღომი

  დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარია ლალი ჯაბუა, ჩვენი მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი. თუმცა, წერა არ მიყვარსო გამოაცხადა, კეთება მირჩევნიაო და „ხაჭაჭა“-ზე ძალიან მოკლედ მოგვიყვა: „წინა დღის ღომი რომ მორჩებოდა, ბებიაჩემი აზელდა ხელით ღომს და ყველს, უმეტესად სულუგუნს, მაგრამ სულ ერთია, კარგი იმერული ყველიც მიდის. ამ შემთხვევაში მქონდა ღომი და კარგი, ცხიმმოუხდელ იმერული ყველი,

Top