თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი (Page 2)

დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

ცოტა ხნის წინს ინტერნეტში ვნახე ვიდეო, "როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პიცა", და ვიფიქრე, რადგან დუკანის დიეტას ვიცავ, ბოსტნეულის დღეებში პიცა ხომ არ გამეკეთებინა მეთქი. მერე, ცოტა კიდევ დავფიქრდი და ვიფიქრე, თუ პიცა გამოდის, მჭადი რატომ არ გამოვა მეთქი? ხოდა შევუდექი ჯადოქრობას, დიახ, ჯადოქრობაა აბა რა არის, ყვავილოვანი კომბოსტოსგან მჭადის გამოცხობა რომ

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

შემწვარი სოსისი კარამელიზებული ხახვით და პიურეთი

ხანდახან ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან არაჩვეულებრივი გემოს მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი გაფიქრებით წარმოგიდგენია. თუ გაქვს სოსისი, უბრალოდ მოხარშვის ნაცვლად, შეგიძლია აი ასე მოხერხებულად აქციო გემრიელ და ორიგინალურ კერძად, ჩვეულებრივი კოკა-კოლას დამატებით. ახლავე გეტყვით როგორ. (1) იღებთ რამდენიმე კარტოფილს, ხარშავთ და აკეთებთ პიურეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივ პიურეს. გნებავთ ცოტა კარაქი დაუმატეთ. მარილი და შავი პილპილი -

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma ხილის "პიცა" - ჩემი შვილის შეკვეთა... ძალიან მარტივი და გემრიელი :) დაგჭირდებათ: - 2 ც კვერცხი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 სუფრის კოვზი კაკაო - 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 450 გრამი ნაღები - 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია) - შაქარი (პუდრა) კრემისთვის -

ბოსტნეულის ვრეფები ლავაშში

დღეს ვამზადებთ ბოსტნეულის ძალიან გემრიელ, ჯანსაღ და ხრაშუნა ვრეფებს (wrap - ხვეულა). ამისთვის თქვენ მაქსიმუმ 30 წუთი და ათიოდე ლარი დაგჭირდებათ (გასათვალისწინებელია ბოსტნეულის ცვალებადი ფასი სეზონების მიხედვით, ზაფხულში 4-5 ლარზეც ჩამოხვალთ). 5 ცალი საშუალო ზომის ვრეფისთვის დაგვჭირდება - 1 ცალი სომხური ლავაში ან 5 ცალი ტორტილას ფირფიტა - 2 ცალი კიტრი - 1 ცალი წითელი

მოხარშული კრემი – პატისიერი

წავიდა ის დრო, მადლობა ღმერთს, როცა კრემს წყალნარევი რძით, 1 ცალი კვერცხით და ბევრი ფქვილით ვზელდით, ბოლოს კი მარგარინით "გავაკეთილშობილებდით" ხოლმე. ნამდვილი და კარგი მოხარშული კრემი - French: crème pâtissière ცოტა უფრო ძვირი ჯდება (სწორედ ამიტომაც ვზოგავდით 90იანებში, როცა კვერცხი კი არა, კვერცხის ფხვნილი იყო უკვე ფუფუნება). სამაგიეროდ ისეთი გემრიელია, ისეთი <3 ასეთი

ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ხორცით

ეს რეცეპტი მარტივი, არა უმარტივესი რეცეპტების კატეგორიიდანაა. დაგჭირდებათ 4 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი 300 გრ გატარებული ხორცი 1 ჭიქა ბრინჯი 2 დიდი პომიდორი მწვანილი გემოვნებით სუნელები (შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ბაზილიკი, ორეგანო, ჯანჯაფილის ფხვნილი სურვილისამებრ) მარილი 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი 1 კოვზი ზეთი მომზადება ტაფაზე ზეთში მობრაწეთ დაჭრილი ხახვი და და

ცხელი შოკოლადი წიწაკით და დარიჩინით

ცხელი შოკოლადი

როგორც კი ზაფხული მთავრდება და გრილდება, თბილ თანსაცმელთან ერთად ორი რამ დგება დღის წესრიგთი: ცხელი შოკოლადი და გლინტვეინი. გლინტვეინის რეცეპტი ჩვენს ბლოგზე დევს, ცხელი შოკოლადისაც, მაგრამ ეს ცოტათი განსხვავებულია. ~ ინგრედიენტები 4 საკმაოდ დიდი პორციისათვის დაგჭირდებათ: 1 ფილა შავი ან რძიანი შოკოლადი (80 გრამიანი) 400 გრ რძე 60-80 გრამი მუქი კაკაო (ან უმჯობესია 50/50 აიღოთ მუქი და

წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

საქართველოში რატომღაც  ისპანახს მხოლოდ ფხალის, ზოგჯერ კი სუპის სახით აღიარებენ და მიირთმევენ. მისი სალათებში გამოყენების იდეა ბევრს არ ხიბლავს. თითქოს და რა უნდა იყოს ისპანახის სალათა? მაგრამ არის! მერწმუნეთ ღირს გასინჯოთ. მთავარია ქორფა, ახალი, საღი ისპანახის ფოთლები იშოვოთ, ღეროც რომ არ გამაგრებია, ისეთი. სალათებში სწორედ ასეთი ისპანახი გამოიყენება და ძალიან

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

ჰუმუსი – მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა

ჰუმუსი აღმოსავლური საწებელია, ან უფრო - პასტა. მუხუდოსგან დამზადებული უგემრიელესი პასტა იდეალურია ხრაკუნა პურთან, ტოსტებთან, ვრეფებში. მუხუდო თავისთავად ძალიან სასარგებლოა, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ძვლებისა თუ სისხლძარღვებისათვის. მაგრამ ჰუმუსს უპირველესად მაინც მისი გემოს გამო სცემენ პატივს. თანაც, მისი მომზადება სულ არ არის ძნელი, თუ ინგრედიენტებთან ერთად კარგი ბლენდერი გაქვთ (ჩვენს

Top