თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ქართული (Page 2)

უგემრიელესი ფარშირებული სოკო

რამდენიმე დღის წინ  სუპერ მარტივი და გემრიელი კერძი მოვამზადე სოკოთი - ეს გახლავთ ფარშირებული სოკო. და რადგან გემრიელი რეცეპტების მხოლოდ ჩემთვის შენახვა არაფრით არ შემიძლია, თქვენთვის  მისი გაზიარებაც გადავწვიტე. მის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მაგრამ ისეთი გემრიელია, თითებს ჩაატანთ! მოდით, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. დაგჭირდებათ: 10 მოზრდილი ქამა სოკო (სასურველია ახალმოკრეფილი, სანამ გაშავდება და ლაქები გაუჩნდება) 1

მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

საქართველოში ის ყველას უყვარს, ყველამ იცის და ყველას შეუძლია გაკეთება. ტრადიციული ქართული კერძების რეცეპტები ბლოგზე არც ისე ბევრია და ამის პირველი მიზეზი, პირადად ჩემთვის ისაა, რომ არ მაქვს რეცეპტი. რას ვგულისმობ რეცეპტის არქონაში? იმას, რომ ქართულ კერძებს ყოველთვის ზეპირად, ასე ვთქვათ "თვალის ზომით" და გემოვნების მიხედვით ვამზადებ, ინგრედიენტების აწონვის გარეშე,

აჭარული სამზარეულო [Video]

ნავის ფორმის ხაჭაპურის ლაზური წარმომავლობის და ძველი აჭარული კერძების - სინორი და ბორანოს შესახებ გადაცემის ჩასაწერად გურმანია მაღალმთიან აჭარას ესტუმრა.       ეს სინორია: ნადუღიანი (მარილით) და ნიგვზიანი (ტკბილი) ვერსიები.   ეს კი ვიდეო. იხილეთ თამთას და ვახოს მორიგი გემრიელი გადაცემა:     https://youtu.be/JihCnlbO1HM

სტუმრად შაინინასთან, იმედის დღის შოუში

ჩვენმა მერხელმა, რომელიც ჟურნალი კულინArt-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (მერხელი სვანური სუპი, გნებავთ - შეჭამანდია), საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა და ერთ დღესაც, ტელეიმედის გადაცემა დღის შოუდან მოწვევა მივიღეთ. თემად ქართულ კულინარიაში სუპებისა და წვნიანების შედარებით მწირი არჩევანი და სვანური სამზარეულო ავირჩიეთ. პირდაპირი ეთერის წინ ჭინჭრის დარჩევა (რომელიც მერხელის მტავარი ინგრედიენტია) ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი,

აჭარული ხაჭაპური – ამერიკაში [+video]

აჭარული ხაჭაპური, მიუხედავად მისი ცხიმიანობის და ცხელი ტემპერატურისა, მაინც რაღაცნაირად საზაფხულო ხაჭაპურად ითვლება. ან რა გასაკვირია, აჭარა უაჭარულხაჭაპუროდ ხომ წარმოუდგენელია :) ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა. ხან ყველის ნავი (Georgian Cheese

როგორ მზადდება ქაბაბი – à la Pelion

ქაბაბი არის ბევრი, მაგრამ გემრიელი ქაბაბი არის ცოტა. რატომღაც ითვლება, რომ ქაბაბი მხოლოდ სახინკლის ბინადარია, აბა ქაბაბს ფრონცკ და პრანჭია რესტორანში რა ესაქმება? მაგრამ ამ ქაბაბს რომ ნახავ, ყველა კანონის თანახმად, უნდა შეიცვალო აზრი, ამ ფრონცკი და ლამაზი რესტორნის მისამართი იკითხო, მიხვიდე, შეუკვეთო, მიირთვა და მერე შთაბეჭდილება სხვასაც გაუზიარო. სხვანაირად შეუძლებელია.   დამაგვიანდა მეთქვა, ვინც ამ პოსტს თბილისში

მწვანე ლობიო კვერცხით

https://soundcloud.com/monna-ekaterina/jciv4vmh62f7 ლობიო და მათ შორის მწვანე ლობიო, ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მათ შორის ერთერთი მთავარი ღირსება ცილის მაღალი შემცველობაა, რაც ხორცის არმოყვარულებს საშუალებას აძლევს ცილის მიღება ამ მცენარეული პროდუქტით დაარეგულირონ. ალბათ სწორედ ამ თვისების გამოცაა, რომ ლობიოს რთულ 1990იან წლებში საქართველოს მოსახლეობის მხსნელის როლი ერგო და სრულიად სამართლიანადაც :D მწვანე ლობიო კვერცხით - ამაზე მარტივი

ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

სულ პატარა დეტალს შეუძლია შეცვალოს კერძი, ვიზუალი, გემო და სტანდარტი და რაც მთავარია ემოცია, რომელიც დაგემოვნებას მოყვება და მეხსიერებაში რჩება. დღევანდელ კერძს პელიონის შეფები წარმოგიდგენენ, ერთი კი არა, სამი ერთად. რად უნდა ერთ ჩაქაფულს სამი კაციო, იტყვის ვიღაც და პრინციპში, მართალიც იქნება. მაგრამ, მენდეთ, ეს ის შემთხვევა არ არის, ერთ სამზარეულოში რომ ორი

ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

2-3 კვირის წინ ტრადიციულ ქართული სუპ-ხარჩოს გაკეთება მთხოვეს. ეს კერძი აქამდე არასოდეს გამიკეთებია, ნიგვზიან ვერსიას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ   სასწრაფოდ დავეკითხე ჩემზე კომპეტენტურებს მისი მომზადების ძირითადი პრინციპები და საქმეს შევუდექი. მთავარი სიძნელე ტყემალი იყო, რომელიც ჩემს ახლომახლოს არ მეგულებოდა. მის ნაცვლად ვიყიდე ალუჩა, რომელიც,  სხვათაშორის, ღმერთო მიშველე და  1

ხაჭაპური უსაფუარო ცომით

ეს ვიდეო-რეცეპტი თვეზე მეტია ჩაიწერა, მაგრამ აღდგომის წინა და შემდეგ პერიოდში მგონი არავინ იყო ხაჭაპურის დანახვის ხასიათზე და ცოტა ხნით ჩუმად, ჩვენთვის შევინახეთ ;) უყურეთ ვიდეოს, როგორ შეიძლება გააკეთოთ ტრადიციული, სახლის ხაჭაპური სახლში, საკუთარი ხელით, უსაფუარო ცომით :) https://youtu.be/jbvvtsl6VBw  

ნამდვილი ჭვიშტარი [+ვიდეო]

  არ მახსოვს, უკვე გითხარით თუ არა, მაგრამ ჩვენს ბლოგს ახალი, უჭკვიანესი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ახალი წევრი და ვიდეობლოგების წამყვანი: იოანე თათანაშვილი ჰყავს. იოანე 15 წლისაა, კომაროვის სკოლის მოსწავლეა, გიჟდება მათემატიკაზე და... კულინარიაზე :) უკვე რამდენჯერმე იყო სატელევიზიო გადაცემების სტუმარი და თანაწამყვანი. ახლა კი, გადაწყვიტა ინტერნეტში საკუთარი გადაცემა ჰქონდეს და რატატუის გუნდს შემოუერთდა. ჩვენ

ყველაზე აჭარული აჭარული ხაჭაპური

მის გარეშე წარმოუდგენელია ზღვაზე შვებულება, ქობულეთი და ბათუმი.  მიხვდით ალბათ, საუბარია აჭარული სამზარეულოს ყველაზე აჭარულ, უკვე რეგიონის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურზე. ლეგენდის თანახმად ასეთი ფორმა ჩვენი საყვარელი სასმუსნაოს შემქმნელს ზღვაში დანახულმა მეთევზის ნავმა ჩააგონა, კვერცხის გული კი ჩამავალი მზის სიმბოლოდ ჩაახალა. აი ასეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ კალორიების ბომბას :) ახლა კი

Top