თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული (Page 2)

ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ეს ტორტი ანასთვის გავაკეთე, დაბადების დღის საჩუქრად. ანა რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიცანი ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც სან ფრანცისკო bay area-ში მცხოვრები ქალები ათას საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. მისი მეუღლეც თბილისიდან იყო, სწორედ ამიტომ დამიკავშირდა. ანა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც აქ გავიცანი (არანაკლებ კარგები, სხვათაშორის). ამერიკაში

მიდიები ბათუმურად

ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, კერძები კი განსაკუთრებით; გემოს ხომ ინგრედიენტები არ ქმნის, გემოს ქმნის ის ადამიანი, ვინც კერძს აკეთებს და ეს ყველაფერი გაჯერებულია იმ ადამიანების სიყვარულით, ვისთვისაც კერძი მზადდება. მე არ ვიცი, როგორი სიყვარულით იყო გაჯერებული, ის პირველი მიდია, რომელიც სტამბოლის ყველაზე გრძელ ქუჩაზე გავსინჯე, მაგრამ ფაქტია მოვინუსხე, მარმარილოს ზღვიდან ბედნიერებამაც

ყველაზე გემრიელი ეკლერები ;)

ეს ეკლერები ისეთი გემრიელია, რომ ვჭამ საკუთარი თავის მშურს  :D   ჩემი აზრით, თუ ვინმეს ეს ნამცხვარი არ უყვარს, უბრალოდ ცუდი რეცეპტით  ან ცუდად მომზადებულს მიირთმევს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით!  ცომშიც და კრემშიც, განსაკუთრებით კი კრემში, დაივიწყეთ მარგარინი, შესაბამისად სამარხვო ეკლერი და მსგავსი გაურკვევლობები. პატივი ეცით მარი-ანტუან კარემის წმინდა ხსოვნას,

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია. 250 გ სოკო 150 მლ ნაღები 10-20% 2-3 კარტოფილი 1 პატარა სტაფილო 1.200-1.400 წყალი კამა მარილი, პილპილი 1

მარწყვისა და შოკოლადის რულეტი

მაისი მარწყვის დესერტების თვეა, შოკოლადი კი მარწყვს ყველაზე მეტად უხდება. სწორედ ამიტომ უგემრიელესი მარწყვის რულეტი უნდა შემოგთავაზოთ.  ყველაფერი იმით დაიწყო რომ ერთი ნაცნობისთვის ტორტი ტირამისუ მოვამზადე. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ტირამისუს კრემის ის ვერსია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამზადებ - უგემრიელესია, სრულიად ფანტასტიური! მისი რეცეპტის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. სწორედ ტირამისუს

სანგრია

სანგრია ესპანური სასმელია, თუმცა არა მხოლოდ ესპანეთში ამზადებენ და მიირთმევენ. ტრადიციულად, წითელ ღვინოში ციტრუსი და სხვა ხილის ნაჭრები იყრება და ბრენდი ემატება. თუმცა, ინტერპრეტაცია გემოვნების ამბავია. ამ ვიდეოში სანგრიას სამ რეცეპტს იხილავთ: წითელი ღვინით და ხილით, თეთრი ღვინის  საზაფხულო ვერსიას და ჩაის არომატით. სცადეთ, გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული <3 თუ ზამთარი გლინტვეინის დროა, მზიან დღეებს ცივი

სატაცურის სალათა ქათმის ხორცით

სატაცურის სეზონია და დღესაც კვლავ ამ თემით გავაგრძელებ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროდუქტს შეყვარება ახლახანს დავიწყე. არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ 1 შანსის უფლება ხომ ყველას აქვს და სატაცურსაც მივეცი :D გაამართლა სხვათაშორის. მომეწონა, მით უფრო სალათში.  80-100 გ სატაცური 4-6 თხელი ნაჭერი პასტრომა (იხილეთ რეცეპტი ) სალათის ფოთლები 7-8 ცალი ჩერი პომიდორი 2 ს.კ გახეხილი პარმეზანი დრესინგი

სატაცურის ღვეზელი

რამდენადაც მახსოვს, ქართული  ნედლი სატაცური ბაზრებში სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება. ამიტომ გადავწვიტე ცოტა ხნის წინ მომზადებული სატაცურის ტარტის რეცეპტი შემოგთავაზოთ.  თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ალბათ ტარტიც დაგაინტერესებთ. მსგავსი რეცეპტი ადრე ჩემს საყვარელ ფრანგულ კულინარიულ ჟურნალში ვნახე. განსაკუთრებული და ძნელი არაფერია -კლასიკური ფრანგული ტარტია ფხვიერი ცომით და ნაღებიანი სოუსით.   მაშ,

ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

ამ ნამცხვარს British Magic Cake სახელითაც იცნობენ და რუმინული მაგიური ნამცხვრის სახელითაც. რთული არ არის, ძალიან გემრიელია და ლამაზი. დაგვჭირდება: 4 კვერცხი 500 მლ თბილი რძე 125 გამდნარი ნელთბილი კარაქი 180 გ შაქარი 100 გრ.ფქვილი 2 ჩ.კ ხსნადი ყავა 3 ჩ.კ Baileys ლიქიორი 25 გრ კაკაო მარილი მომზადება: (1) კვერცხის  გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელელა დავუმატოთ გამდნარი კარაქი. შედეგ ფქვილი. (2) თბილ რძეში

ქათმის პასტრომა – დაივიწყეთ ნაყიდი ძეხვეული!

პასტრომა გახლავთ ერთგვარი ძეხვი, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება და უგემრიელესია. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ქათმის, ისე ინდაურის ან საქონლის ფილე. მომზადების ტექნოლოგიის წყალობით, ფილე ინარჩუნებს წვენს და ძეხვი, შესაბამისად, წვნიანი და რბილი გამოდის. მოსამზადებლად გამოდგება როგორც ქათმის, ისე ინდაურის ან საქონლის ფილე. მე ჯერჯერობით მხოლოდ ქათმით ვცადე. პასტრომა უფრო იაფია ვიდრე ნაყიდი

ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ეს რეცეპტი ნაიჯელას საშობაო კერძების წიგნიდან გახლავთ.  ნაიჯელა გვირჩევდა, ამ გზით მოგვეხდინა საშობაო სადილიდან შემორჩენილი ინდაურის ხორცის უტილიზაცია. მე ინდაურის ნაცვლად შემწვარი ქათმის ხორცი გამოვიყენე, დანარჩენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. ერთს დავამატებ - ბროწეული არ დაინანოთ, ძალიან უხდება. 200 გ ბრინჯი ბასმატი 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი (წინა სადილიდან

მსხლისა და ყველის სალათა

ეს ძალიან მარტივი, განსხვავებული და გემრიელი სალათაა. განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ შერეულ გემოებს აფასებთ - ერთდროულად  მოტკბოს და მარილიანს. მაგრამ თუ ტრადიციული, შეჩვეული გემოების იქით არაფერი მოგწონთ, მაშინ ამ რეცეპტსაც გულგრილად ჩაუარეთ - პროდუქტები "ტყუილად რომ არ გააფუჭოთ" :D 1 ულუფისთვის: 25 გ რუკოლას ფოთლები ½ მსხალი 2 ს.კ  მსხვილად დაფშვნილი ობიანი ყველი (ნებისმიერი სასურველი) 2

Top