Desserts Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Desserts

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის სეზონზე, პაპანაქება სიცხეში დესერტიც ცივი და თან, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კეთებისას რომ კიდევ უფრო არ დაგცხეთ :D ამიტომაც, დღეს გთავაზობთ კენკრის და მაწვნის გემრიელ დესერტს, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ და გაგაბედნიერებთ. ინგრედიენტები 500 მლ. მაწონი 120 გრ. შაქარი ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ. ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა 400 მლ. ნაღები მარწყვი, ჟოლო

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი

Baci – შოკოლადის ბურთები

Baci (ბაჩი) იტალიურად თურმე კოცნას ნიშნავს და კიდევ შოკოლადის დესერტის სახელია. დაგჭირდებათ: 200 გრამი შავი შოკოლადი 8 ს/კ რძე 4 კვერცხის გული 80 გრ. შაქარი 1 ჭიქა ლიქიორი 100 გრ დაქუცმაცებული თხილის ფხვიერი ნამცხვარი 200 გრ დაქუცმაცებული თხილი 300 გრამი ნაღები მომზადება: შოკოლადი დაამტვრიეთ და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (ან მიკროტალღურ ღუმელში) რძესთან ერთად. აურიეთ გლუვი მასის მიღებამდე. ნაღები ათქვიფეთ მიქსერით (ჩვენს შემთხვევაში

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას "შემოფეთებულ" ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს - აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და

ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

ჩიზქეიქების სამშობლოდან ამ შესანიშნავი დესერტის არომატული და მარტივი ვერსია უნდა გაგიზიაროთ. საქართველოში ქრიმ-ჩიზის სიძვირის გამო მას ხშირად ამზადებენ ხაჭოთი და არაჟნით, რაც ნამდვილად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. ქრიმ-ჩიზით მომზადებულ ჩიზქეიქს ნაზი, სუფლესმაგვარი, კრემოვანი კონსისტენცია აქვს. თუ “ფილადელფიას” ვერ იშოვით, მისი მსგავსი შედარებით იაფი ანალოგების გამოყენება შეიძლება. ჩიზქეიქის მომზადება მხოლოდ 20-30 წუთს წაგართმევთ,

Strawberry Chocolate No-Bake Tart

This is how to "bake" delicious tart when you have neither time nor feel-like-baking mood. Just buy some cookies, chocolate, strawberry, butter, cream.. that's all! Watch and try! // A decadent chocolaty dessert! #NoBake (via Home Cooking Adventure) Full video and recipe here: http://bit.ly/1K305sk Posted by Tastemade on Friday, April 24, 2015

Top