თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ

ბაუნტი შოტლანდიელი ბებიების რეცეპტით

იცოდით, რომ ბაუნტი შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ? წარმოგიდგენთ შოტლანდიელი ბებიების რეცეპტს, უმარტივესს და უგემრიელესს. რეცეპტის გაზიარებისთვის მადლობა William James Reid-ს 😊 დაგჭირდებათ 250 gms coconut - 250 გრ ქოქოსის ფანტელი 75. Gms icing sugar - 75 გრ შაქრის პუდრი 1 tin condensed milk - 1 ქილა შესქელებული რძე 3 drops of vanilla essence - 3 წვეთი ვანილის ექსტრაქტი 300

გურული ღვეზელი

ცხობის დიდი მოტრფიალე არ ვარ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თონიდან ამოტანილი ცომიც არ არის გამოსავალი, ისეთი ცხვება მკვდარს რომ ესროლო, წამოაყენებს. და ამჯერად, იყივლა რა ჩემში არარსებულმა გურულმა სისხლმა და შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე, გურული ღვეზელის გამოცხობის სურვილმა წამომიარა, საფუარიანი ცომი ეგრევე გამოვრიცხე. მივაგენი კეფირიან, მაცივრიან რეცეპტს,

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ბაბოს ხინკალი კახეთიდან

ხინკალი ყველას უყვარს, ქართველს თუ უცხოელს, ხორცის თუ ყველის, ხაჭოთი თუ კარტოფილით, მწვანილით თუ უმწვანილო, პრიალა ცომით და თუ მთაში მოზელილი რუხი ფქვილით, წვნიანი თუ ერბოში ამოვლებული. ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თვით ბრიტანელმა მეცნიერებმაც კი ვერ დაადგინეს, რომელია ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გემრიელი, ყველაზე ზუსტი რეცეპტი და სად შეიძლება ყველაზე კარგი ხინკლის ჭამა. რატატუის

ვაშლისა და კომშის ღვეზელი (“პეროგი”) მარტივად

ეს რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხლის ღვეზელის ან ვაშლისა და კომშის ღვეზელის გასაკეთებლად, იმის მიხედვით რა გაქვთ სახლში ან რის ხასიათზე ხართ :) ავტორი: მარიამი როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ხილით. ადვილია და სახალისოც :) მსხალი გავფცქვენი. დავჭერი სიგრძეზე. ცოტა კარაქში, შაქარში და ნაღებში წამოვადუღე. დავუმატე დარიჩინი. (ვაშლისა და კომშის შემთხვევაში: მომწიფებული ვაშლი მქონდა დარჩენილი

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma ხილის "პიცა" - ჩემი შვილის შეკვეთა... ძალიან მარტივი და გემრიელი :) დაგჭირდებათ: - 2 ც კვერცხი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 სუფრის კოვზი კაკაო - 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 450 გრამი ნაღები - 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია) - შაქარი (პუდრა) კრემისთვის -

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

ბატკნის ხაზანი – სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით

დაახლოებით ერთი წლის წინ აქ კალიფორნიაში არაჩვეულებრივი სომეხი გოგო გავიცანი, ლაურა, თბილისიდან. როგორც აღმოჩნდა, თურმე, რატატუის კითხულობს ხოლმე :) ლაურა მთიულების რძალია და ხინკლის მომზადების რამდენიმე საიდუმლოც გამიზიარა, დედამთილისგან ნასწავლი. მაგალითად ის, რომ ხინკალს ქონდარს ამატებენ და ღმერთო, რომ იცოდეთ როგორ უხდება! ვაღიარებ, ქონდრის დამატება არ მომფიქრებია და არც ვიცოდი,

ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

დღევანდელი პოსტით საქართველოში არც ისე პოპულარული, თუმცა სასარგებლო და საკმაოდ გემრიელი მარცვლეული – ქინვა , გნებავთ ქინოა მინდა გაგაცნოთ. ამერიკაში მას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ სალათებში ან გარნირის სახით. მოხარშვის შემდეგ ძალიან ფუმფულა, ნაზი და საკმაოდ გემრიელია. შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ბოსტნეული და არაჩვეულებრივ, ჯანსაღ კერძს მიიღებთ. 2 წლის წინ, სანამ საქართველოს დავტოვებდი,

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

როგორ მოვამზადოთ სუში [+VIDEO]

სუშის რამდენიმე რეცეპტი ჩვენს ბლოგზე დიდი ხანია არის და დიდი ხანია მას, ჩვენი მკითხველები წარმატებით იყენებენ. თუ არასდროს არ მოგიმზადებიათ, გადახედეთ ამ რეცეპტებს, უყურეთ "გურმანია"-ს ვიდეოს და დარწმუნდებით, რომ სუშის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ :) შიკაი მაკი სუში სახლში მომზადებული სუში სუში - თინა რევაზიშვილის რეცეპტით სუშის იაპონური რესტორნის მიმოხილვა ბერლინიდან https://youtu.be/_GJymZP_Cik ინგრედიენტები გურმანიას რეცეპტით:

Top