თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული (Page 2)

სტუმრად რუსთავი 2-ზე, მერიკოსთან, შუა დღე-ში

ეს ჩანაწერი საკმაოდ ძველია, დაგვეკარგა და აი ახლა ვიპოვეთ - გადაცემა შუა დღე, რუსთავი 2, მერიკო გუბელაძესთან, 2012 წ. :) ვსაუბრობთ ჩვენს ბლოგზე, კულინარიაზე, ვაკეთებთ ცხელი შოკოლადის ნამცხვარს მდნარი გულით და ცნობილ კერძს - რატატუის, დიახ, სწორედ იმას, რომლის სახელიც ჰქვია ჩვენს ბლოგს :)   დაბალი ხარისხის ჩანაწერისთვის ბოდიშს გიხდით. https://youtu.be/w6dYMfFyijw    

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

შოკოლადის ჩიზქეიქი ალუბლით – Black Forest ამერიკიდან

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინArt-ში. „კულინარტისთვის“ სტატიის წერაზე რომ ფიქრი დავიწყე, პირველი, რაც გამახსენდა იყო წლების წინ პოპულარული ნამცხვარი „მარადონა“, რომელიც ნათესავებთან სტუმრად მიმავალ ბებიას ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დიდი ენთუზიაზმით გამოვუცხვე. განსაკუთრებულად მოვინდომე, ინგრედიენტები მოვიმარაგე, სული და გული ჩავაქსოვე და… ამ ქვეყნად ყველაზე ხმელი ნამცხვარი გამოვაცხვე. ფირფიტები არც კრემმა დაარბილა და

ნუშის კექსი ხილით

თუ კექსებში ფქვილის ნაწილის  ნაცვლად დაფქული ნუშის დამატება არ გიცდიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! ნუში მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ გემოს, არამედ კექსის სტრუქტურასაც - ფხვიერი, ნაზი და უფრო მსუბუქი გამოდის. დღევანდელი ნუშის კექსი სინამდვილეში რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, თუმცა მის დასაწერად თითები კლავიატურამდე აქამდე ვერ მოვიტანე :)  სტუმრად უკრაინელ ფუდბლოგერს, ანას ველოდებოდი,

ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) https://soundcloud.com/monna-ekaterina/czjbdpqijr6h ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად - კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა

Focaccia ფოკაჩა – პიცის დიდი პაპა?

ფოკაჩა - იტალიური სამზარეულო

ავტორი: ანა ხითარიშვილი. შესრულება: Francesco Castelli რა არის ფოკაჩა? ფოკაჩა – იტალიური პურია, მისი არსებობა 2000 წელზე მეტ ხანს ითვლის (თუმცა ადრე, რა თქმა უნდა, იგი საფუარის გარეშე მზადდებოდა). მისი სახელი წარმოსდგება panis focacius, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ რომში ვხვდებოდით, პური ძველ რომში ცხვებოდა ცეცხლის შუაში (focus სწორედ შუაგულს ნიშნავს) ან ნაცარზე. ფოკაჩას

შოკოლადის ეკლერები

ეკლერებზე უკვე ბევრი ვწერეთ და ქებათა ქებაც მივუძღვენით.  თუმცა ამჯერად შოკოლადის ეკლერებზე გვინდა ვისაუბროთ. ფოტოდანაც ხომ გრძნობთ რა გემრიელია და  როგორ აღიზიანებს რეცეპტორებს?   ეკლერის საბაზო რეცეპტის ხილვა ამ ბმულზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ. ცომი მზადდება ზუსტად იგივენაირად. რაც შეეხება კრემს, აქ თვენი ფანტაზია თავისუფალია, რომელი  შოკოლადის კრემიც გიყვართ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ჩემი ვერსია ასეთია: 150-200

ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ეს ტორტი ანასთვის გავაკეთე, დაბადების დღის საჩუქრად. ანა რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიცანი ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც სან ფრანცისკო bay area-ში მცხოვრები ქალები ათას საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. მისი მეუღლეც თბილისიდან იყო, სწორედ ამიტომ დამიკავშირდა. ანა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც აქ გავიცანი (არანაკლებ კარგები, სხვათაშორის). ამერიკაში

მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

საქართველოში ის ყველას უყვარს, ყველამ იცის და ყველას შეუძლია გაკეთება. ტრადიციული ქართული კერძების რეცეპტები ბლოგზე არც ისე ბევრია და ამის პირველი მიზეზი, პირადად ჩემთვის ისაა, რომ არ მაქვს რეცეპტი. რას ვგულისმობ რეცეპტის არქონაში? იმას, რომ ქართულ კერძებს ყოველთვის ზეპირად, ასე ვთქვათ "თვალის ზომით" და გემოვნების მიხედვით ვამზადებ, ინგრედიენტების აწონვის გარეშე,

ხვეულა ნამცხვარი ალუბლით

ამ  ბოლო დღეებში ეს ნამცხვარი უამრავ ფეიჯსა თუ ვებ-გვერდზე შემომხვდა და გადავწვიტე დამეტესტა. საკმაოდ მარტივია და ყველა ინგრედიენტი ხელთ მქონდა. მაშ, გაგიზიარებთ ჩემი ექსპერიმენტის შედეგებს და შთაბეჭდილებებს. მსგავსი ნამცხვრის რეცეპტი რატატუიზე უკვე დიდი ხანია გვიდევს, თუმცა იქ ფენოვანი ცომია გამოყენებული, გულში კი ვაშლისა და ნუშის მიქსი აქვს. რეცეპტის ნახვა ამ ბმულზეა

აჭარული სამზარეულო [Video]

ნავის ფორმის ხაჭაპურის ლაზური წარმომავლობის და ძველი აჭარული კერძების - სინორი და ბორანოს შესახებ გადაცემის ჩასაწერად გურმანია მაღალმთიან აჭარას ესტუმრა.       ეს სინორია: ნადუღიანი (მარილით) და ნიგვზიანი (ტკბილი) ვერსიები.   ეს კი ვიდეო. იხილეთ თამთას და ვახოს მორიგი გემრიელი გადაცემა:     https://youtu.be/JihCnlbO1HM

აჭარული ხაჭაპური – ამერიკაში [+video]

აჭარული ხაჭაპური, მიუხედავად მისი ცხიმიანობის და ცხელი ტემპერატურისა, მაინც რაღაცნაირად საზაფხულო ხაჭაპურად ითვლება. ან რა გასაკვირია, აჭარა უაჭარულხაჭაპუროდ ხომ წარმოუდგენელია :) ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა. ხან ყველის ნავი (Georgian Cheese

Top