თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული

სინორი – აჭარული ლაზანია

სინორი აჭარული კერძია, რომელიც უსაფუარო, გამხმარი ცომის ხვეულებისგან მზადდება. ზუსტად ამიტომ ვახსენე სათაურში ლაზანია. თუმცა გემოთი ეს ორი კერძი სრულიად სხვადასხვაა, ცომის სტრუქტურაც ლაზანიას პასტის (მაკარონის) აქვს, ხოლო სინორში ლავაშის სიფრიფანამ ცომი გამოიყენება. სპეციალური ცომი ან თავად უნდა დაამზადოთ, ან ბათუმის მაღაზიებში შეიძინოთ. უსაფუარო ცომს ძალიან თხლად აბრტყელებენ, წვრილად ჭრიან, შემდეგ ახვევენ,

საშობაო შთოლენი – Stollen

შთოლენის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. მე რომელიც გამოვაცხვე არის შედარებით მარტივი, არ სჭირდება 1 კვირიანი დაძველება. :)) დაგჭირდებათ 250 გრ. ქიშმიში 100 გრ. ფორთოხლის ცუკატები(დაშაქრებული ფორთოხლის კანი) დაჭრილი პატარა კუბიკებად 3-4 ს/კ რომი ან ფორთოხლის წვენი 500 გრ. ფქვილი + ფქვილი ცომის დასამუშავებლად 1 პაკეტი(15 გრ. = გამაფხვიერებელი, დაახლოებით 3 ჩ/კ.) დანის წვერით მარილი 1 ჩ/კ. დაფქული ილი (კარდამომი) 1

ჯანჯაფილის საშობაო ნამცხვარი – თაფლაკვერები

ეს სრულიად არაჩვეულებრივი რეცეპტი და ფოტოები მოგვაწოდა მილენა მითაგვარიამ, რისთვისაც დიდი მადლობა მას! <3   ინგრედიენტები ცომისთვის: 250 გ ყავისფერი შაქრის ფხვნილი; 250 გ ღია ფერის ნატურალური თაფლი ან ე.წ. მელასა (molasses); 150 გ კარაქი; 550 გ ხორბლის ფქვილი (საცხობი); 1 კვერცხი; 1 ჩ.კ. სოდა; 1 ს.კ. რომი ან კონიაკი; 1 ს.კ.

გურული ღვეზელი

ცხობის დიდი მოტრფიალე არ ვარ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თონიდან ამოტანილი ცომიც არ არის გამოსავალი, ისეთი ცხვება მკვდარს რომ ესროლო, წამოაყენებს. და ამჯერად, იყივლა რა ჩემში არარსებულმა გურულმა სისხლმა და შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე, გურული ღვეზელის გამოცხობის სურვილმა წამომიარა, საფუარიანი ცომი ეგრევე გამოვრიცხე. მივაგენი კეფირიან, მაცივრიან რეცეპტს,

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

ბაბოს ხინკალი კახეთიდან

ხინკალი ყველას უყვარს, ქართველს თუ უცხოელს, ხორცის თუ ყველის, ხაჭოთი თუ კარტოფილით, მწვანილით თუ უმწვანილო, პრიალა ცომით და თუ მთაში მოზელილი რუხი ფქვილით, წვნიანი თუ ერბოში ამოვლებული. ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თვით ბრიტანელმა მეცნიერებმაც კი ვერ დაადგინეს, რომელია ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გემრიელი, ყველაზე ზუსტი რეცეპტი და სად შეიძლება ყველაზე კარგი ხინკლის ჭამა. რატატუის

ვაშლისა და კომშის ღვეზელი (“პეროგი”) მარტივად

ეს რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხლის ღვეზელის ან ვაშლისა და კომშის ღვეზელის გასაკეთებლად, იმის მიხედვით რა გაქვთ სახლში ან რის ხასიათზე ხართ :) ავტორი: მარიამი როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ხილით. ადვილია და სახალისოც :) მსხალი გავფცქვენი. დავჭერი სიგრძეზე. ცოტა კარაქში, შაქარში და ნაღებში წამოვადუღე. დავუმატე დარიჩინი. (ვაშლისა და კომშის შემთხვევაში: მომწიფებული ვაშლი მქონდა დარჩენილი

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma ხილის "პიცა" - ჩემი შვილის შეკვეთა... ძალიან მარტივი და გემრიელი :) დაგჭირდებათ: - 2 ც კვერცხი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 სუფრის კოვზი კაკაო - 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 450 გრამი ნაღები - 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია) - შაქარი (პუდრა) კრემისთვის -

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

Top