თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ქართველი კულინარები საზღვარგარეთ

აღფრთოვანებული მიშლენის ინსპექტორები ქართულ რესტორანში

სულ რამდენიმე საათის წინ, მიშლენის ინსპექტორების ინსტაგრამზე ქართული ფხალეულის ფოტო გამოჩნდა, აღფრთოვანების გამომხატველი ტექსტით. ეს ამბავი შეიძლება გამოგვრჩენოდა კიდეც, ამერიკაში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს რომ არ გაეზიარებინა ფეისბუქზე :) როგორც ჩანს, მიშლენის ექსპერტები რესტორანმა "სუფრამ" (ვაშინგტონი, აშშ) და ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ჭარხლის გემომ მართლა მოხიბლა. ვნახოთ დაიმსახურებს თუ არა ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინ

ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა

სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიაში, ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა. ქართული გემო და იაპონური სტილი თურმე ერთმანეთს მშვენივრად ეხამება. ამ ყველაფრის შესახებ მარიამ ინაბასგან გავიგეთ და ის დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარია. საიდან სად? - მე მარიამ ინაბა ვარ,  ერთ დროს - მარიამ ბეჟანიშვილი 😀 იაპონიაში 2013 წელს, იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით, სრული დაფინანსებით

ნივრიანი ხვეულა პური

ეს არის უგემრიელესი ნივრიანი პური, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება ცხელ თუ ცივ სუპებთან, უბრალოდ კარაქთან თუ ლუდთან ერთად. მომზადება 250 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. გავაჩეროთ 15 წუთი. 370 გრამ ფქვილს შევურიოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, დავასხათ საფუარიანი მასა, 1

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის სეზონზე, პაპანაქება სიცხეში დესერტიც ცივი და თან, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კეთებისას რომ კიდევ უფრო არ დაგცხეთ :D ამიტომაც, დღეს გთავაზობთ კენკრის და მაწვნის გემრიელ დესერტს, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ და გაგაბედნიერებთ. ინგრედიენტები 500 მლ. მაწონი 120 გრ. შაქარი ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ. ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა 400 მლ. ნაღები მარწყვი, ჟოლო

ბატკნის ბეჭი პიტნითა და როზმარინით

მაკა ბახბავა, ჩვენი ვირტუალური მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კიდევ ერთ ლამაზ და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს - ბატკნის ხორცი პიტნისა და როზმარინის სოუსით, კარტოფილის გარნირთან ერთად. თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ნახეთ ვიდეო და მოამზადეთ გემრიელი კერძი მარტივად, მაკას რეცეპტით  :) და არ დაგავიწყდეთ მაკას ფბ-გვერდიც გამოწერა :) https://youtu.be/lp_5Pjg_h-E

ესპანური სანგრია წითელი ღვინით

სანგრიაზე ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. საზაფხულოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, ზომიერად ალკოჰოლიან-ხილიანი და გასაკეთელად - მარტივი. დაგჭირდებათ წითელი ღვინო, ფორთოხლის წვენი, კონიაკი ან ვისკი, ფორთოცალი, ლიმონი, ლაიმი, ვაშლი, ატამი და მარწყვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხილი არ გაქვთ, არ იდარდოთ. ეს ის სასმელია, სადაც ფანტაზიაც საკმარისია და მარჯვე ხელებიც არაა მაინცდამაინც საჭირო :) დანარჩენი იხილეთ

აჭარული ხაჭაპური – ამერიკაში [+video]

აჭარული ხაჭაპური, მიუხედავად მისი ცხიმიანობის და ცხელი ტემპერატურისა, მაინც რაღაცნაირად საზაფხულო ხაჭაპურად ითვლება. ან რა გასაკვირია, აჭარა უაჭარულხაჭაპუროდ ხომ წარმოუდგენელია :) ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა. ხან ყველის ნავი (Georgian Cheese

Old Tbilisi View ნიუ იორკის საუკეთესო რესტორნების რიცხვში

The Business Insider-მა გაზაფხულზე ნიუ იორკის საუკეთესო ხედებიანი რესტორნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ცნობილ რესტორნებთან ერთად Old Tbilisi View-ც მოხვდა. ქართული რესტორანი ბიზნეს ინსაიდერმა კარგი კერძების გარდა, სასიამოვნნო გარემოს ნიშნით გამოარჩია. https://instagram.com/p/3HfLYSuarJ/ თუ ნიუ იორკში, 174 Bleecker Street-ისკენ მოხვდებით, შეიარეთ და შეაფასეთ მშობლიური კერძები ამერიკულ მიწაზე :)

Top