სუპები/წვნიანები Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუპები/წვნიანები

ვიდეორეცეპტი: გოგრის კრემსუპი ტკბილი კარტოფილით

ავტორი: თამუნა ნებიერიძე გოგრის კრემსუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ც პატარა კვახი (მსხლის ფორმის) 2 ც სტაფილო 1 ც ტკბილი კარტოფილი 1 ც ჩვეულებრივი კარტოფილი (საშუალო ზომის) 5-6 ცალი ბროკოლის პატარა თავები 1 ც ხახვი პაპრიკა (ბულგ.წიწაკა) / ნიორი / მარილი და ნაღები გემოვნებით   მომზადება 1) გათლილი ბოსტნეული კუბებად დაჭერით და მოხარშეთ ერთად. ბროკოლი ბოლოს დაამატეთ, ძალიან რომ არ ჩაიხარშოს. 2) ხახვი

კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი

ზაფხული დგება და გამაგრილებელი და ჯანსაღი სასმელები გვჭირდება. სმუზი (ინგლ. Smoothie) ხილის ან ბოსტნეულის სქელ, დაბლენდერებულ სასმელს ჰქვია. გარდა იმისა რომ საყვარელი ხილი თუ ბოსტნეული შეგიძლია თხევადი სახით გემრიელად მიირთვა, სმუზის ფორმით შეიძლება ისეთი ინგრედიენტებიც მიიღო, რომელსაც ცალკე დიდი სიხარულით არ გასინჯავდი. მაგალითად ჩემთვის ასეთი ინგრედიენტი რძეა, არავითარ შემთხვევაში ცალკე არ

მერხელი – სვანური ჭინჭრის სუპი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) ხოლო ვიდეოპრეზენტაცია შედგა ტელე-იმედზე, შუადღის შოუში არცთუ კარგი ამბავი გვჭირს ქართველებს: სუპების და ტკბილეულის არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი. ისტორიულმა ბატალიებმა თუ სამხრეთულმა ტემპერამენტმა ასე განაპირობა, რომ ჩვენი სამზარეულოს გენიალურობა მის სწრაფად მომზადებასა და სიმარტივეშია და არა კრეატიულობაში. თუმცა გამონაკლისები არის და კარგად დამალული რეცეპტები, სოფელ-სოფელ

ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

სულ პატარა დეტალს შეუძლია შეცვალოს კერძი, ვიზუალი, გემო და სტანდარტი და რაც მთავარია ემოცია, რომელიც დაგემოვნებას მოყვება და მეხსიერებაში რჩება. დღევანდელ კერძს პელიონის შეფები წარმოგიდგენენ, ერთი კი არა, სამი ერთად. რად უნდა ერთ ჩაქაფულს სამი კაციო, იტყვის ვიღაც და პრინციპში, მართალიც იქნება. მაგრამ, მენდეთ, ეს ის შემთხვევა არ არის, ერთ სამზარეულოში რომ ორი

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია. 250 გ სოკო 150 მლ ნაღები 10-20% 2-3 კარტოფილი 1 პატარა სტაფილო 1.200-1.400 წყალი კამა მარილი, პილპილი 1

ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

2-3 კვირის წინ ტრადიციულ ქართული სუპ-ხარჩოს გაკეთება მთხოვეს. ეს კერძი აქამდე არასოდეს გამიკეთებია, ნიგვზიან ვერსიას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ   სასწრაფოდ დავეკითხე ჩემზე კომპეტენტურებს მისი მომზადების ძირითადი პრინციპები და საქმეს შევუდექი. მთავარი სიძნელე ტყემალი იყო, რომელიც ჩემს ახლომახლოს არ მეგულებოდა. მის ნაცვლად ვიყიდე ალუჩა, რომელიც,  სხვათაშორის, ღმერთო მიშველე და  1

ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ეს ისეთი კერძია, ზამთრის ცივ დღეებს რომ გითბობს, განაყრებს, გაბედნიერებს. გავიწყდება ის წესი, მაგიდიდან ცოტა მშიერი რომ უნდა ადგე. მიირთმევ, სავარძელში მოკალათდები ან  ფეისბუქს "ჩასქროლავ" ან  ჟურნალს გადაფურცლავ, ერთი სიტყვით მოდუნდები... რადგან კალიფორნიაში ზამთარი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, არ არსებობს, ასეთი კერძის მოსამზადებლად წვიმიან ამინდებს ვირჩევ ხოლმე. სხვათა შორის, არც წვიმიანი დღეებით

გოგრის სუპი ქათმის ხორცით – ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი

მართლაც, სხვა რა მოეთხოვება სუპს? სასარგებლო უნდა იყოს, მარტივი და რაც მთავარია - გემრიელი! უნდა გათბობდეს და განაყრებდეს. ეს სუპი სრულად პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, ყველაზე გემრიელი ბლოგის "ფურცლებზე" გამოჩენასაც :) მაშ ასე, დავიწყოთ: 400 გ გოგრა (გარჩეული) 200 გ ქათმის ფილე 1-2 კარტოფილი ½ ჭიქა წითელი ოსპი 1.5 ლ წყალი 1 თავი ხახვი დაფნის ფოთოლი მარილი, პილპილი ოხრახუში,

ცივი საზაფხულო სუპი

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა. დაგჭირდებათ: კარტოფილი - 3 დიდი ან 4 საშუალო პომიდორი - 4 ც კიტრი - 4 ც წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) - 2 ც მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში) მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი ბლენდერი პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ ჭ ტომატის საწებელი ან

ქათმის ნიგვზიანი ხარჩო

ეს კერძი ალბათ ყველა ოჯახში მზადდება. ყველას თავისი საყვარელი რეცეპტიც ექნება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა ჩემებურიც. ასეთი ხარჩო ძალიან მიყვარს,თუმცა ვაღიარებ, ხშირად არ ვამზადებ. ბრინჯს არ ვამატებ, არ მომწონს. 1.5 კგ ქათამი 120 გ ნიგოზი 1 დიდი ხახვი 2-3 კბ. ნიორი 1 ჩ.კ. წიწაკა (ან გემოვნებით) 1 ჩ.კ უცხო სუნელი ½ ჩ.კ ყვითელი ყვავილი 1 ს.კ ფქვილი 1 ს.კ

ტომატის სუპი

ზაფხულის ნეტარ ხვატს ერთი გემრიელი ცხელი სუპი თუ არ შევაშველეთ, რაა მამული?!  :) ცხელი, ქაფქაფა სუპისთვის დაგჭირდებათ: სტაფილო - 2 ცალი ნიახური - 2/3 ღერი ხახვი - 2 საშუალო ზომის თავი ნიორი - 2 კბილი ზეთისხილის ზეთი - 3 სუფრის კოვზი ქათმის ან ბოსტნეულის მშრალი ბულიონი - 2 კუბიკი ტომატის პიურე -  200 გრამი პომიდორი - 3 - 4

Top