თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სტუმრის ბლოგი

რესტორნების კრიტიკა

რატომ უნდა ვაკრიტიკოთ კარგი რესტორანი? სარეტორნო ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება, მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული კულტურის თემების ბუმია. რასაკვირველია ქართული გასტრონომიული კულტურა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ბუმს არ ჩამორჩება, თუმცა პრობლემებითა და სტაგნირებული მენიუებით. აქა იქ ქართულ რესტორნებში არის ახალი ტიპის მენიუების მცდელობა, თუმცა ზოგჯერ ქართული სიტყვათწყობის

ბატკნის ბეჭი პიტნითა და როზმარინით

მაკა ბახბავა, ჩვენი ვირტუალური მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კიდევ ერთ ლამაზ და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს - ბატკნის ხორცი პიტნისა და როზმარინის სოუსით, კარტოფილის გარნირთან ერთად. თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ნახეთ ვიდეო და მოამზადეთ გემრიელი კერძი მარტივად, მაკას რეცეპტით  :) და არ დაგავიწყდეთ მაკას ფბ-გვერდიც გამოწერა :) https://youtu.be/lp_5Pjg_h-E

ღანძილი პარმეზანით

ანი გაგუას რეცეპტი ღანძილი მრავალწლოვანი, ხახვის მსგავსი ბოლქვიანი მცენარეა, ტყესა და მთებში იზრდება და გემო ნივრისთვის მიუგავს. იზრდება გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე და არც ისე ბევრგან იყიდება. ბოლო დროს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიტმა soplidan.ge პროდუქტების ჩამონათვალს ღანძილიც დაამატა და მისი მოყვარულები ძალიან გაახარა. ამ რეცეპტს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და ტრენერი, ანი გაგუა გვიზიარებს.

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

ცეზარი ქათმით, სოკოთი, ბეკონით და ოთხნაირი სალათით [VIDEO]

ჩვენი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ისევ უნიჭიერესი ვოი, რესტორან "ოილ დროფის" პატრონი და შეფმზარეულია. რეცეპტი კი - საქართველოში ყველაზე პოპულარული სალათი - ცეზარი. ალბათ იცით, რომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კარგად ფეხმოკიდებული ცეზარი საკმაოდ განსხვავდება იმ ცეზარისგან, რომელიც ავტორმა თავდაპირველად მოიგონა. თუმცა, ჩვენ ხომ კულინარიაში შემოქმედების თავისუფლებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ამიტომ

აჭარული ხაჭაპური – ამერიკაში [+video]

აჭარული ხაჭაპური, მიუხედავად მისი ცხიმიანობის და ცხელი ტემპერატურისა, მაინც რაღაცნაირად საზაფხულო ხაჭაპურად ითვლება. ან რა გასაკვირია, აჭარა უაჭარულხაჭაპუროდ ხომ წარმოუდგენელია :) ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა. ხან ყველის ნავი (Georgian Cheese

Top