თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > საწებლები/სოუსები

ჰუმუსი – მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა

ჰუმუსი აღმოსავლური საწებელია, ან უფრო - პასტა. მუხუდოსგან დამზადებული უგემრიელესი პასტა იდეალურია ხრაკუნა პურთან, ტოსტებთან, ვრეფებში. მუხუდო თავისთავად ძალიან სასარგებლოა, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ძვლებისა თუ სისხლძარღვებისათვის. მაგრამ ჰუმუსს უპირველესად მაინც მისი გემოს გამო სცემენ პატივს. თანაც, მისი მომზადება სულ არ არის ძნელი, თუ ინგრედიენტებთან ერთად კარგი ბლენდერი გაქვთ (ჩვენს

პესტო – იტალიელების საყვარელი სოუსი

სანამ პესტო საკუთარი ხელით არ გავაკეთე, ვფიქრობდი, რომ არ მიყვარდა!  მაღაზიაში ნაყიდი არც ახლა მიყვარს, ნამდვილი, ტრადიციული, სახლში მომზადებული კი უბრალოდ სულ სხვაა!  ერთხელ ერთი იტალიელი მზარეულის გადაცემაში ვნახე, როგორ ამზადებდნენ ამ არაჩვეულებრივ საწებელს და მას შემდეგ, სულ მინდოდა, თავადაც მეცადა. მზარეული რობერტო, ან იქნებ ჯუზეპეც ერქვა, აღარ მახსოვს,  დილაადრიან

კალმახი ქინძისა და ნიგვზის სოუსში

ეს სოუსი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით, ბევრ კულინარიულ წიგნში და ბლოგზე შემხვედრია.  რეცეპტების ნაწილში წყლის ნაცვლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ნიგოზი, ზეთი და შემწვარი თევზი მეტისმეტი იქნებოდა ერთად ჩემი კუჭისთვის, ამიტომ წყლით ჩავანაცვლე. ცხელ თევზთან ახალმომზადებული არომატული სოუსი ძალიან გემრიელი იყო.  თევზის პატარა ულუფა დარჩა და ცივიც გავსინჯე. შთაბეჭდილება: ცხელი უკეთესია.

ლაზანია

დღეს იტალიური ლაზანიას რეცეპტს გთავაზობთ. ხშირად გვეკითხებიან ფეისბუქის გვერდზე ამ კერძის რეცეპტს. ბოლოს და ბოლოს  გავაკეთეთ და აი შედეგიც.   საშუალო ზომის ფორმისთვის   ლაზანიას მზა ფირფიტები, 200 გ სოუსი ბოლონეზე: 500 გ  საქონლის ფარში 2 პამიდორი 1 თავი ხახვი 2 კბ.ნიორი 1 სტაფილო მარილი წიწაკა დაფნის ფოთოლი   ბეშამელის სოუსისთვის 1 თავი ხახვი 50 გ კარაქი 500 გ რძე 1.5 ს.კ ფქვილი მუსკატის კაკალი გემოვნებით   50 გ პარმეზანი 200 გ მოცარელა

არომატული ზეთი და ძმარი სალათებისთვის

სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს  სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება.  ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი

სახლში მომზადებული მაიონეზი

ბოლო წლებში მაიონეზს ხშირად აღარ ვიყენებ.   მაგრამ ზოგჯერ მაინც ვაკეთებ რამეს მისი შემცველობით. ასეთ მომენტებში ვცდილობ არ დავიზარო და მაიონეზიც მე თვითონ მოვამზადო. ვაღიარებ, ხანდახან მეზარება, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ  სახლში მომზადებული ბევრად უფრო გემრიელია.  დიდი ხნის წინ ბლოგზე უკვე დავდე მაიონეზის ერთი  რეცეპტი, რომელშიც მთლიან კვერცხს ვიყენებ ხოლმე.

კალმახი ბროწეულის სოუსით

კალმახი თავისთავად გემრიელი თევზია, თუნდაც უბრალოდ ლიმონის წვენმოსხმული და შემწვარი. მისი ნაზი გემო საშუალებას იძლევა სხვადასხვა სოუსები შევუხამოთ და ახალი ნოტები შევძინოთ.  ბროწეულის სოუსი უბრალოდ შემწვარ კალმახს ნამდვილ სადღესასწაულო კერძად აქცევს და გულგრილს არავის დატოვებს. ჩემს ოჯახში ნამდვილად ასე მოხდა, ჩემი შვილი, რომელსაც თევზის გაგონებაც არ სურს (ორაგულის გრავლაქსის გარდა),

შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

ბიჭების უმრავლესობას, მითუმეტეს კავკასიელებს, ძალიან ეზარებათ სამზარეულოში ტრიალი და თუ მაინც მოუწევთ, ცდილობენ რამე სწრაფი, იაფი და გემრიელი მოამზადონ. ხშირ შემთხვევაში ეს "რამე" ყველიანი მაკარონი ან კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია. სწორედ ასე აღმოვაჩინე, რომ ისეთ მარტივ "კერძსაც" კი (თუ შეიძლება კერძი ვუწოდოთ), როგორიც კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია, მომზადების თავისი ტექნიკა აქვს. პირველ

მარილიანი კარამელის სოუსი

კარამელი ჩემი სისუსტეა! ყოველთვის, როცა ჩემს წინ რამდენიმე დესერტია, ნაყინი, ნამცხვარი -მნიშვნელობა არა აქვს, ვირჩევ კარამელიანს :) აბა როგორ მოვითმენდი, სახლშიც რომ არ გამეკეთებინა. პერიოდულად მარაგს ვივსებ ხოლმე. თუ ფიქრობთ, რომ დროს ტყუილად ვკარგავ კარამელის კეთებაში, მაშინ როცა სუპერმარკეტები და საკონდიტრო ინგრედიენტების მაღაზიები სავსეა ამ სოუსით, ნამდვილად ცდებით!  ასეთს ნამდვილად

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი პესტო გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მზიან იტალიაში, ახალმომზადებულს რომ მოასხამენ ასევე იქვე მოზელილი ცომისგან მოხარშულ სპაგეტის, სულ

Top