რატატუი მედიაში Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > რატატუი მედიაში

სტუმრად რუსთავი 2-ზე, მერიკოსთან, შუა დღე-ში

ეს ჩანაწერი საკმაოდ ძველია, დაგვეკარგა და აი ახლა ვიპოვეთ - გადაცემა შუა დღე, რუსთავი 2, მერიკო გუბელაძესთან, 2012 წ. :) ვსაუბრობთ ჩვენს ბლოგზე, კულინარიაზე, ვაკეთებთ ცხელი შოკოლადის ნამცხვარს მდნარი გულით და ცნობილ კერძს - რატატუის, დიახ, სწორედ იმას, რომლის სახელიც ჰქვია ჩვენს ბლოგს :)   დაბალი ხარისხის ჩანაწერისთვის ბოდიშს გიხდით. https://youtu.be/w6dYMfFyijw    

სტუმრად ნიკო ნერგაძესთან – რადიო თავისუფლება

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი". 13 ნოემბერს ნიკომ პოდკასტი კულინარიის თემას, ინტერნეტს და მუსიკას მიუძღვნა. იხ. ვრცლად რადიო თავისუფლების საიტზე ან დააჭირეთ და გვისმინეთ აქ: https://soundcloud.com/monna-ekaterina/20151113-070500-ge067-clip

სტუმრად შაინინასთან, იმედის დღის შოუში

ჩვენმა მერხელმა, რომელიც ჟურნალი კულინArt-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (მერხელი სვანური სუპი, გნებავთ - შეჭამანდია), საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა და ერთ დღესაც, ტელეიმედის გადაცემა დღის შოუდან მოწვევა მივიღეთ. თემად ქართულ კულინარიაში სუპებისა და წვნიანების შედარებით მწირი არჩევანი და სვანური სამზარეულო ავირჩიეთ. პირდაპირი ეთერის წინ ჭინჭრის დარჩევა (რომელიც მერხელის მტავარი ინგრედიენტია) ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი,

რატატუი სტუმრად “გურმანია”-ში [+VIDEO]

ეს ამბავი ასე იყო. ტელეფონმა დარეკა, ძალიან საყვარელმა გოგონამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა "გურმანიას" სახელით თანამშრომლობა შემომთავაზა. მედიასთან მწარე გამოცდილება კი გვაქვს, ერთი-ორი, ამიტომაც, ყველა შემოთავაზებაზე ტაიმ-აუტს ვიღებთ, ვიდრე საბოლოო პასუხს გავცემთ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გოგოებს - ნინოს და თამუნას შევეხმიანე და აზრი ვკითხე. შეხვედრაზე შევთანხმდით და ერთ დღესაც,

Top