პასტა/მაკარონი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > პასტა/მაკარონი

ფეტუჩინი “კრაკოვით”

როდესაც ბევრი დრო არ გაქვთ და საშუალო სიმძიმით გშიათ, მარტივი კერძების დროა, ზედმეტი ფილოსოფიის და მთელი დღე სამზარეულოში ტრიალის გარეშე. პასტისგან მომზადებული კერძების დიდი უმრავლესობა კი, სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. სპაგეტი, ფეტუჩინი, ფარფალე და სხვა სახეობები,  არ არის რთული საშოვნელი, ადგილობრივ მაღაზიებში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, აღარ არის ისე, რომ

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა. ერთმა - ძვირიაო, მეორემ - სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ - მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ - ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო.. მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის

პასტა პენე სოკოთი, ნაღებით და პიტნით

მომზადების დრო: 15-20 წთ ხარჯი: 6-7 ლარი პორცია: 3 ულუფა დღეს მთლიანი მარცვლისაგან (whole grain) დამზადებული მაკარონის (პასტას) გამოყენება გადავწყვიტე. ასეთი პასტა უფრო მუქია და უფრო უხეშიც მოხარშვის შემდეგ, ვიდრე თეთრი, წკრიალა და პრიალა ვარიანტი. სამაგიეროდ უფრო ჯანსაღია და ნაკლებად კალორიული. მასალა: პასტა (მაკარონი) - 300 გრამი (ფორმა - პენე) ხახვი - 2 პატარა თავი ნიორი - 2

შემწვარი სოსისი: გაბრაზებული აფრიკელი

სოსისი შეგიძლიათ შეწვათ ჩვეულებრივად, ან არაჩვეულებრივად. მაგალითად აი ასე <3   ამისთვის საჭიროა აიღოთ ჩვეულებრივი, რძიანი სოსისები და დასეროთ სპირალურად, როგორც ამ ფოტოზეა:   შემდეგ შეწვით ზეთიან ტაფაზე, ყველა მხრიდან:     გარნირი მოხარშეთ ცალკე, მაგალითად - წვრილი ვერმიშელი, ან თუნდაც ბრინჯი, რაც უფრო გეგემრიელებათ: მოათავსეთ გარნირი თეფშის შუაში, გარშემო კულულებად შემოუწყვეთ შემწვარი სოსისი, პირი და თვალები კი გარნირს დაახატეთ

სპაგეტი ბოლონეზე – მარტივი რეცეპტი

სპაგეტი ბოლონეზე, ანუ სპაგეტი ბოლონიურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია იტალიაში და არა მხოლოდ იტალიაში. აქ, ცოტა ხნის წინ "ჰუგო ბარში" გავსინჯე და გაამართლა. უფრო სწორად, მოლოდინსაც გადააჭარბა <3 იდეაში, ჰუგო ჩილიმის (ნარგილეს) ბარია და აქამდე მეგონა, მხოლოდ ჩილიმის მოწევის განწყობაზე მყოფებისთვის იყო ზედგამოჭრილი. სინამდვილეში ჭამა-სმა დიდად შესარგიც მოსულა ჩილიმის გარეშე

პესტო – იტალიელების საყვარელი სოუსი

სანამ პესტო საკუთარი ხელით არ გავაკეთე, ვფიქრობდი, რომ არ მიყვარდა!  მაღაზიაში ნაყიდი არც ახლა მიყვარს, ნამდვილი, ტრადიციული, სახლში მომზადებული კი უბრალოდ სულ სხვაა!  ერთხელ ერთი იტალიელი მზარეულის გადაცემაში ვნახე, როგორ ამზადებდნენ ამ არაჩვეულებრივ საწებელს და მას შემდეგ, სულ მინდოდა, თავადაც მეცადა. მზარეული რობერტო, ან იქნებ ჯუზეპეც ერქვა, აღარ მახსოვს,  დილაადრიან

7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

პასტას (მაკარონის) მომზადების შესახებ არსებობს უამრავი მითი და ლეგენდა, რასაც შეცდომაში შეყავს ბევრი ახალბედა თუ ძველბედა კულინარი და შედეგი აღარ არის ხოლმე ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს :) განვიხილოთ სათითაოდ. დაამატეთ წყალში ზეთი. არა! არავითარ შემთხვევაში. ეს მხოლოდ ზედმეტად სრიალას გახდის თქვენს პასტას და ჩანგლიდან თეფშზე გადმოგეყრებათ. კარგად გაწურეთ. არც ეს! აუცილებელი არაა წყლის ბოლო წვეთიც

პასტა ფუზილის გრილი სალათი

ეს სალათი პირველად ჩემმა მეგობარმა მომიმზადა და გამაცნო როგორც გერმანული სალათი.  სალათის მეგობრისეულ ვერსიას ასევე ჰქონდა წვრილად დაჭრილი ძეხვი და მაიონეზი.  მე ამ ორი ინგრედიენტის გამოკლებით მოვამზადე, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ძეხვი ან ქათმის ხორცი, ასევე მაიონეზი ან შეკმაზული არაჟანი. სალათის მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ერთი შეკვრა (500 გრამი)

ლაზანია

დღეს იტალიური ლაზანიას რეცეპტს გთავაზობთ. ხშირად გვეკითხებიან ფეისბუქის გვერდზე ამ კერძის რეცეპტს. ბოლოს და ბოლოს  გავაკეთეთ და აი შედეგიც.   საშუალო ზომის ფორმისთვის   ლაზანიას მზა ფირფიტები, 200 გ სოუსი ბოლონეზე: 500 გ  საქონლის ფარში 2 პამიდორი 1 თავი ხახვი 2 კბ.ნიორი 1 სტაფილო მარილი წიწაკა დაფნის ფოთოლი   ბეშამელის სოუსისთვის 1 თავი ხახვი 50 გ კარაქი 500 გ რძე 1.5 ს.კ ფქვილი მუსკატის კაკალი გემოვნებით   50 გ პარმეზანი 200 გ მოცარელა

პასტა პამიდვრით და ბეკონით

რამდენიმე დღის წინ მაკარონის დღე ყოფილა, ჩვენს ფბ გვერდზე ერთმა მკითხველმა "გვისაყვედურა" კიდეც,  მაკარონის ახალ რეცეპტს ველოდიო ამ დღის აღსანიშნავად...   ბოლო დღეებში ისე ცოტა დრო მრჩება საყვარელი ბლოგისთვის, მაკარონის დღე საერთოდ არ გამხსენებია :(  რეცეპტების სიმცირეს არ ვუჩივი, იმდენი დამიგროვდა! მაგრამ საღამოს, დაღლილი რომ მივუჯდები ლეპტოპს, მხოლოდ თვალის გადავლების

პასტა-გებჟალია

პასტა ძალიან მიყვარს, მაგრამ რადგან ვიცი, რომ კალორიულია, ვცდილობ მაქსიმალურად შევზღუდო, მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც დღის პირველ ნახევარში გავაკეთო და როგორც ფაბიო ფოლტრანმა ბარილას მასტერკლასის დროს გვირჩია, ერთ პორციაზე მეტი არ შემომეჭამოს :D პიტნიან-ყველიანი პასტის (ჩვენებურად - მაკარონის) შესახებ ადრეც წავიკითხე უცხოურ საიტებზე, მაგრამ არც გამისინჯავს და არც აზრად მომსვლია

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

Top